საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ტყუილები, რომლებსაც ბავშვებს სკოლაში ასწავლიან 2015, 17 აგვისტო, 11:28 ღამურა ბრმა არის ღამურას ხსენებაზე, თქვენ ალბათ, გაგახსენდებათ სკოლის მასწავლებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღამურები ვერაფერს ხედავენ. მაგრამ ეს ცრუ მტკიცებულებაა. ეს მცდარი აზრი იმ ფაქტით არის გამოწვეული, რომ ღამურები, ირგვლივ არსებული საგნების მდებარეობას ბიოსონორებით აღიქვამს. მსგავსი თვისება ბევ ცხოველს გააჩნია. თუმცა, ექოლოკაციის უნარი (ღამურების ექოლოკაციის პრინციპი რადარის მოქმედების მსგავსია. ღამურა პირის ან ცხვირის ღრუდან გამოსცემს ულტრაბგერების ნაკადს, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. უძრავ ან მოძრავ(მფრინავ) ობიექტზე დაცემული ბგერები აირეკლება და ღამურას ბგერითი ტალღის, ექოს სახით უბრუნდება. ამ ბგერების გაანალიზების შედეგად ღამურას შეუძლია ააგოს გარემოს სურათი, განსაზღვროს საგნების ზომა, ლოკალიზაცია და სიმკვრივე. გარემოს ასეთი ინტერპრეტაცია იმდენად დახვეწილია, რომ ზოგიერთ ღამურას 1 მმ-ზე მცირე დიამეტრის მავთულის დაფიქსირებაც კი შეუძლია. ფიქრობენ, რომ თევზისმჭამელი ღამურები მსხვერპლს ამჩნევენ ბგერითი ტალღებით, რომელიც უბრუნდებათ თევზის წყლის ზედაპირზე ამოსვლისას წარმოქმნილი ნაკადებიდან არეკლის შედეგად - ვიკიპედია), ყველაზე კარგად ღამურებს აქვთ განვითარებული. სინამდვილეში, ღამურას თვალებიც აქვს და კარგი მხედველობაც, ისინი მხოლოდ დღის სინათლეზე ხედავენ (ძუძუმწოვართა ამ ოჯახის წარმომადგენლებს შორის, სიბნელესთან ადაპტირებული მხედველობა, მხოლოდ მფრინავ მელიებს აქვთ), ნადირობით, კი მხოლოდ ღამე ნადირობენ. ამიტომ გავრცელდა მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ ღამურები, ბრმები არიან. P. S. რომ არა ეს შეცდომა, აკაკი წერეთელი არ დეწდა, ყველასათვის საყვარელ ლექსს -“ღამურა"-ს.
მთვარიდან ჩინეთის დიდი კედელი ჩანს სკოლაში ბავშვებს ეუბნებიან, რომ ჩინეთის დიდი კედელი - ადამიანების მიერ შექმნილი, ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც მთვარიდან ჩანს. ეს მითია, რომელიც არც “აპოლონის" ასტრონავტებმა დაადასტურეს და არც ორბიტალური სადგურის კოსმონავტებმა. კოსმოსიდან გადაღებულ სურათებზე, არანაირი კედელი არა ჩანს. მაგრამ, კარგად ჩანს დიდი ქალაქების სინათლეები. 1551 12-ს მოსწონს
|