საზოგადოება დები გოგიჩაიშვილების ფოტომ მსოფლიო მოიარა 2015, 15 აგვისტო, 17:36 „თავად მოგვაკითხა იტალიელმა კორესპონდენტმა და გვითხრა, რომ ეს სპორტული არხი ჩვენ დავიპყარით! საეთეროს ფოტოები მეილზეც გადმოგვიყარა!“ — ასეთი აღწერით გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო ნანუკა გოგიჩაიშვილმა საკუთარ გვერდზე.
საქმე იმაშია, რომ დები გოგიჩაიშვილები ბარსელონა-სევილიის მატჩს დაესწრნენ და, როგორც ბარსელონას დიდი ხნის გულშემატკივრებმა, "დინამო - არენაზე" ადგილი საყვარელი კლუბის დროშასთან ერთად დაიკავეს. ის, რომ ორ ულამაზეს ქართველ გოგონას ხელში ბარსელონას დროშა ეჭირა, არ გამოპარვიათ საერთაშორისო კორესპონდენტებსა და ფოტოგრაფებს. ამის შედეგი კი იყო ის, რომ მსოფლიოს ინტერნეტ-სივრცე ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილების ფოტოებმა დაიპყრო! აი რას ყვება ნანუკა გოგიჩაიშვილი ამ ფაქტის შესახებ: „სტადიონზე ერთი მამაკაცი მოვიდა და მობილურითა და ფოტოაპარატით გადაღებული კადრები გვაჩვენა. გვითხრა, რომ იტალიური არხის პროდიუსერი იყო. შემდეგ გვახარა, ნაციონალურ არხზე სამჯერ აჩვენეს, როგორ გულშემატკივრობდით ბარსელონასო. მაშინ ჩვეულებრივად მივიღეთ. მატჩის დამთავრებისთანავე კი უამრავი ფოტო გამოგვიგზავნეს მსოფლიოს სხვადასხვა არხის მასალებიდან! The Guardian-შიც დაგვბეჭდეს. გარდა ამისა, ესპანურ ონლაინ-გამოცემებშიც მოვხვდით. ეს კადრები ჰოლანდიის ნაციონალურ არხზეც გასულა. ფოტოები ბარსელონას ოფიციალურ გვერდზეც დაიდო...“ გოგონების ფოტოებს უამრავი მოწონება და დადებითი ხასიათის კომენტარები ხვდა წილად. კომპლიმენტებს და სასიამოვნო სიტყვებს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი არ იშურებდა: „ის იტალიელი მწერდა, რამდენიმე საათში 10 000-მდე მოწონება დააგროვეთო! დიდად ვერც ვხვდები, რა იყო ამ ფოტოში ასეთი გასაოცარი! :) მეუბნებოდა, არა ერთი ადამიანი აღმოუჩენიათ მსგავსი შემთხვევებიდანო. ის, რომ ამ ამბავს ასე განსაკუთრებულად აღიქვამენ, ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო ფაქტია“. მართლაც სასიამოვნია ის ფაქტი, რომ ქართველებს უამრავი მშვენიერი მანდილოსანი გვყავს და რაოდენ სამწუხაროა, რომ მათ ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყანაში უფრო აფასებენ, ვიდრე ჩვენთან. 1177 12-ს მოსწონს 2-ს არა
|