რა მოხდება თუ ბავშვებს ინტერნეტს გამოვურთავთ? "ასეთ შოკისმომგვრელ შედეგს არავინ არ ელოდა"
ბავშვების ფსიქოლოგმა, ეკატერინა მურაშოვამ, თავის წიგნში ისაუბრა საინტერესო ექსპერიმენტზე. 12დან 18 წლამდე ბავშვებს შესთავაზეს მიეღოთ მონაწილეობა ექსპერიმენტში, სადაც 8 საათის განმავლობაში თავის თავთან უნდა გაეტარებინათ დრო, ყველანაირი საკონტაქტო საშუალების გარეშე. ასევე მათ ეკრძალებოდათ კომპიუტერის ჩართვა, ტელევიზორის, რადიოსი თუ სხვა რამის. ერთი შეხედვით ეს ექსპერიმენტი უწყინარი ჩანდა. ასევე ფსიქოლოგსაც ეგონა რომ ეს ექსპერიმენტი არ იყო საშიში. ასეთ შოკისმომგვრელ შედეგს არავინ არ ელოდა. 68 ბავშვიდან მხოლოდ სამმა მიიყვანა ექსპერიმენტი ბოლომდე, ერთი გოგონა და ორი ბიჭი. სამს გაუჩნდა თვითმკვლელობის სურვილი. ხუთმა განიცადა მწვავე ისტერიული შეტევა. 27-ს დაეტყო გულისრევის შეგრძნება, თავისა და მუცლის ტკივილი. და თითქმის ყველამ იგრძნო შიში.
აი რას აკეთებდნენ ბავშვები ექსპერიმენტის დროს:
* ამზადებდნენ საჭმელს, ჭამდნენ.
* კითხულობდნენ ან ცდილობდნენ წაეკითხათ.
* ასრულებდნენ სკოლის დავალებებს.
* იყურებოდნენ ფანჯრიდან ან იწვნენ ლოგინში.
* გავიდნენ ქუჩაში და წავიდნენ მაღაზიაში ან კაფეში.
* ხატავდნენ ან ცდილობდნენ ეხატათ.
* ბანაობდნენ.
* ალაგებდნენ ოთახებს.
* თამაშობდნენ ძაღლთან ან კატასთან.
* უკრავდნენ გიტარაზე ან პიანინოზე.
* ერთი ბავშვი 5 საათი დადიოდა ქალაქში ავტობუსით ან მეტროთი.
* ერთი გოგონა წავიდა მუზეუმში და ერთი ბიჭი კი ზოოპარკში.
* ერთი გოგონა კი ლოცულობდა.
* თითქმის ყველა ცდილობდა რაღაც მომენტში დაეძინა მაგრამ არ გამოსდიოდათ.
ერთ-ერთმა ბავშვმა წარმატებით დაასრულა ექსპერიმენტი, 8 საათის განმავლობაში აწყობდა პატარა ხის გემს, შესვენების დროს ჭამდა და სეირნობდა ძაღლთან ერთად.
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ყველანაირი შიში და სიმპტომი გაქრა.