ჩოგბურთი ჩოგბურთელმა მეტოქეს შუა თამაშის დროს შეყვარებულის ღალატის შესახებ აცნობა 2015, 15 აგვისტო, 9:46 ![]() ეს მოხდა მონრეალში საჩოგბურთო ტურნირ "მასტერსის" სერიის მატჩების დროს. პირველი სეტის წაგების შემდეგ ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა მომდევნო სეტის დაწყების წინ სტანისლავს მიაძახა:"შენს გოგოს ტენასი კოკინაკისთან (ავსტრალიელი ჩოგბურთელი)ჰქონდა ინტიმური კავშირი", ეს სიტყვები ტელეტრანსლიაციის დროს გაისმა, რადგან კირიოსი მიკროფონების სიახლოვეს იმყოფებოდა. შედეგად ვავრინკმა მესამე სეტში შეწყვიტა თამაში, მოიმიზეზა რა ზურგის ტკივილი. " ძალიან გავნაწყენდი კოლეგის გამოხტომით, მსგავს სიტყვებს თვით დაუძინებელ მტერს არასდროს ვეტყოდი, კაცი ასე არ უნდა იქცეოდეს, არც კორტებზე და არც მის ფარგლებს გარეთ"-აღნიშნა მოგვიანებით Twitter-ზე ვარვიკმა. დიდი მუზარადის ორგზის გამარჯვებულმა, სტანისლავ ვარვიკმა ATP -ს მოსთხოვა დასაჯოს ნიკ კირიოსი.ის არასდროს გამოირჩეოდა სანიმუშო ყოფაქცევით.იგი რეგულარულად კონფლიქტშია მაყურებლებთან, მსაჯებთან თუ მოთამაშეებთან.ახლა კი ავსტრალიელი აშკარად ზღვარს გადასცდა. ![]() АТР-მ მოთხოვნა დააკმაყოფილა.ნიკ კირიოსი 10 000$-ით დაჯარიმდა. რაც შეეხება ვარვიკის შეყვარებულს, ლაპარაკია ხორვატ ჩოგბურთელზე დონა ვეკიჩზე. ![]() 1169 8-ს მოსწონს
|