ჩოგბურთი "ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ" - რომან გოცირიძე ნოვაკ ჯოკოვიჩზე 2022, 17 იანვარი, 15:43
"ნაციონალური მოძრაობი" წევრი რომან გოცირიძე მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიიდან დეპორტაციას ეხმაურება და წერს:
"ანტივაქსერი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, შეიძლება ვუწოდოთ ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, ჯერ მთელი კვირა აყურყუტეს სიდნეის აეროპორტის კოვიდსასტუმროში, დღეს კი გამოაძევეს ავსტრალიიდან აუცრელობის გამო. კი იჩივლა სასამართლოში, გადატანილი მაქვსო, მაგრამ უპასუხეს, მასე სადაა ძმაოო, ავსტრალიის სასამართლო ვართ საქართველოსი კი არაო, ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი კი არა გვყავს ქართველებივით, კორონაგადატანილებს სამუდამო მწვანე პასპორტს რომ აძლევსო. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. ასეც მოუხდება. როგორც ჩანს ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ( ანუ მღვდლმა) შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ და თამაშისას 5 ჯის მეშვეობით ვიღაცები (ალბათ მასონები) დისტანციურად დაუწყებენ მართვას. ძალა აქვს, ჭკუა არაო, მასზე ყოფილა ეს ანდაზა ზედგამოჭრილი." შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან გააძევეს. აღნიშნულს წინ უძღოდა სასამართლო პროცესი, რომელზეც უნდა გადაეწყვიტათ, რამდენად მართლზომიერი იყო აუცრელი სპორტსმენის დარჩენა ქვეყანაში. ჯოკოვიჩმა აღნიშნული საქმე წააგო.
მან ავსტრალია უკვე დატოვა და დუბაიში გაფრინდა. ამ პერიოდში ავსტრალიის მთავრობამ ჯოკოვიჩს ვიზა ორჯერ გაუუქმა. თავდაპირველი გადაწყვეტილება სხვა მოსამართლემ ბათილად ცნო, თუმცა გასულ პარასკევს ჩოგბურთელის ვიზა კვლავ გააუქმეს. მთავრობის თქმით, აღნიშნული ნაბიჯი საჯარო ინტერესში შედიოდა. ავსტრალიის მთავრობა არაერთგზის აღნიშნავდა, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა. მამამისმა საკუთარი შვილი ჯვარცმულ ქრისტეს და სპარტაკს შეადარა და დახმარებისთვის ინგლისის დედოფალს ელისაბედსაც კი მიმართა. 253 2-ს მოსწონს |
რაც შეეხება ჯოკოვიჩს,არ არის ანტივაქსერი და ამაზე ბევრჯერ დაწერა კაცმა. ის არ ენდობა კონკრეტულად კორონას ვაქცინას და არა სხვას,არც სხვებს მოუწოდებს არ აიცრათო,თავისთვის არის და არ იცრის. ეს მაინც რო ვიცოდეთ. ავსტრალიის მთავრობამ კი დაარღვია მისი უფლებები და მის სახელს ზიანი მიაყენა,რაც სამომავლოდ დამტკიცდება კიდეც და ბოდიშსაც მოუხდიან. ორგანიზატორებმა მიიწვიეს იქ და დაარწმუნეს,რომ აუცრელი შევიდოდა,სხვა შემთხვევაში იქ არ წავიდოდა და თავს ასე არ გაიბანძბდა. იმ ორგანიზატორებმა წინასწარ იცოდნენ,რომ არ შეუშვებდნენ და გამონაკლის არ დაუშვებდნენ,მაგრამ სადემაოსტრაციოდ სჭირდებოდათ ასეთი ცნობადი სახის დასჯა და ამას ეძახით დემოკრატიას,ადამიანის უფლებების პატივისცემას,ხოლო რა გვიხარია ქართველებს? მე რომ ჩოგბურთის ფანი ვიყო,შემრცხვებოდა და აღარ ვუყურებდი საერთოდ ავსტრალიის ღია პირველობას,რადგან მთავარი სპორტული ტურნირზე არ მონაწილეობა მოქმედი გამარჯვებული და ეს არის უმთავრესი პრინციპის დარღვევა,მას არ შეუძლია ტიტულის დაცვა,ხოლო მიზეზი რატომაც ვერ იცავს,ტრანვა არ არის,მხოლოდ მოგონილი წესებია,რომელიც არ გააგებინეს და მოატყუეს,რომ გამონაკლის დაუშვებდნენ. მაგალითისთვის,თუ გუნდი იგებს საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგას,ხოლო ის შიდა ჩემპიონატიდან ვერ ხვდება ტურნირზე,მაშინ დამატებით მონაწილეობს ან სხვა გუნდს ანაცვლებს,რადგან ტიტულის დაცვის საშუალება უნდა ქონდეს. ფეხბურთშიც არ უშვებენ ზოგან აუცრელებს,მაგრამ ამაზე წინასწარ იციან. მოგეწონათ,ბრაზილია არგენტინის თამაშის ჩაშლა,როცა ჯანდაცვის მინისტრმა კარანტინის წესების დარღვევა შეტენა არგენტინას? ეს არ მოგვეწონა,რადგან ბრაზილიას ფაშისტი მთარობა ყავს,ხოლო მსგავსი ფაქტი მოგვწონს ბრიტანეთის დომინანტ ქვენაში და ამას სამართლიანობას ვეძხით. ჯერ ამხელა ქვეყანა რო ბებერი დედოფლის რეგალიებს აღიარებს,სადღაც ტრ... მცხოვრების,რა სიბანძეა და მერე ამას დემოკრატია არ ქვია,ეს არის ფაშიზმი.