ჩოგბურთი მარია შარაპოვას კაცები 2016, 19 აპრილი, 10:32 1987 წლის 19 აპრილს დაიბადა რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ერთ-ერთი უმდიდრესი სპორტსმენი მსოფლიოში და რა თქმა უნდა ულამაზესი ქალი, ნებისმიერი მამაკაცის ოცნება.როგორც ჩანს, თვითონ შარაპოვამ ჯერჯერობით ვერ იპოვა ის "ერთადერთი და გაუმეორებელი", თუმცა მის ცხოვრებაში იყვნენ მამაკაცები და მათი რაოდენობა არც თუ მცირეა. 1-2003 წელს 16 წლის მარია შარაპოვას ყურებამდე შეუყვარდა ესპანელი ჩოგბურთელი ხუან კარლოს ფერერო, რომელიც მასზე 8 წლით უფროსი იყო.მოკლედ ახალგაზრდა შარაპოვა სულ იქ ჩნდებოდა სადაც ფერერო იყო.ეს იქნებოდა, თამაშები, ვარჯიში თუ სასტუმრო.შედეგად ფერერომ სხვა ქალი მოიყვანა ცოლად და დატოვა შარაპოვა გულგატეხილი. 2)შემდეგი რომანი იყო 2004 წელს რუს დეპუტატ ანტონ ბელიაკოვთან პარტია "სამართლიანი რუსეთიდან".ანტონი მარიასთან გადაბარგდა ლოს-ანჯელესში და წყვილმა ერთად დაიწყო ცხოვრება, თუმცა მათი ურთიერთობა მას შემდეგ დამთავრდა, როდესაც შარაპოვამ განცხადება დაწერა პოლიციაში, ბრალი დასდო რა ბელიაკოვს ფიზიკურ ძალადობაში და შეურაცხყოფაში. 3)2005 წელს მარიას ახალი გატაცება გახდა ჩოგბურთელი ენდი როდიკა, შარაპოვამ იგი "სასოწარაკვეთილი დიასახლისების" პრემიერაზე გაიცნო.მალევე ყვითელმა პრესამ აიტაცა შარაპოვა-როდიკას შორის გაჩაღებული რომანი, თავიდან წყვილი უარყოფდა ჭორებს, მაგრამ ფაქტების სხვას ღაღადებდა.მათ ხშირად ხედავდენ ერთად. ურთიერთობა მარიამ მხოლოდ მაშინ აღიარა, როდესაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 4)იმავე 2005 წელს პაპარაცებმა მარია შარაპოვა რამდენჯერმე დააფიქსირეს Maroon 5-ის სოლისტთან ადამ ლევინთან.მან მარიასთვის საგანგებოდ რომანტიული სიმღერაც შეასრულა.წყვილის ურთიერთობა 6 თვე გაგრძელდა, შემდეგ კი დაშორდნენ. მოგვიანებით "The Sun"-თან ინტერვიუში ლევინმა დაშორების მიზეზი დაასახელა:"სექსის დროს საერთოდ ხმას არ იღებდა! თქვენ კი ვერ წარმოიდგენთ, როგორი იმედგაცრუებული ვიყავი! იგი ბრაზდებოდა როდესაც მე ვკვნესოდი და მეუბნებოდა, რომ ეს ხელს უშლიდა მას კონცენტრაციაში ." 5)მარიას შემდეგი ბოიფრენდი გახდა ჩარლი ებერსონი, ახალგაზრდა პროდიუსერი და ამერიკელი ტელემაგნატის შვილი.მანვე შეაყვარა მარიას კალათბურთი, მუდმივად დაჰყავდა მატჩებზე, მეტიც მან პირადად გააცნო "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" მოთამაშეები, რაც შემდგომში ძვირი დაუჯდა.... 6)2009 წელს ერთ-ერთ ასეთ შეკრებაზე შარაპოვამ გაიცნო სლოვენიელი კალათბურთელი საშა ვუაჩიჩემი და ჟარგონი რომ ვიხმაროთ, "დაადო" ებერსონს.პირველად წყვილი U2-ს კონცერტზე ნახეს ერთად.მათი რომანი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა.მათ ოფიციალურად განაცხადეს, რომ დაქორწინებასაც აპირებდნენ, დათქმული იყო ქორწილის თარიღიც...თუმცა სიტყვა სიტყვად დარჩა. 7)შარაპოვას შემდეგი ბოფრენდი გახდა ჩოგბურთელი გრიგორი დიმიტროვი.მათი ურთიერთობა 2012 წელს დაიწყო და ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა.წყვილი 2014 წლის ივლისში დაშორდა ერთმანეთს.აღსანიშნავია, რომ დიმიტროვი მარიაზე 4 წლით პატარა იყო. 8) დიმიტროვთან დაშორების შემდეგ შარაპოვა ახალ ბოიფრენდთან შემჩნეული არ ყოფილა ჯერჯერობით... 4288 11-ს მოსწონს
|