სხვა მსოფლიოს ყველაზე მიუდგომელი ციხე - სიმაგრე ( + ვიდეო ) 2015, 15 აგვისტო, 3:07 მსოფლიოს ყველაზე მიუდგომელ ციხე - სიმაგრე Dunnotar Castle შოტლანდიაში, ( მას სამი მხრიდან ჩრდილოეთის ზღვა აკრავს )თავისი განსაცვიფრებელი რომანტიკული პეიზაჟებით და ოდესღაც დღემდე ამოუცნობი საიდუმლოებებით, პოეტებისა და მხატვრების შთაგონების წყარო რომანტიკულ ეპოქაში. დღეს კი ეს დიდებული ადგილი მილიონობით ტურისტს აღაფრთოვანებს.უკაცრავად, რომ არ არსებობს არც ლიფტები და არც ესკალატორები, მაგრამ აქამდე 1000 ნაბიჯის დაშორებით მოსული სტუმარი სულაც არ ნანობს ამ მანძილის ფეხით ამოვლას - წერს წყარო.მე - 17 საუკუნეში ეს იყო სახლი ისეთი წარჩინებული შოტლანდიელი დიდებულებისა, როგორებიცაა ინტერვენციის დროს ოლივერ კრომველის, მარია (Стюарт) დედოფლის, ჯეიმს VI - ისა და ჩარლზ II. 90 - იან წლებში სწორედ აქ იქნა გადაღებული ფილმი " ჰამლეტი" მელ გიბსონის მონაწილეობით.ყოველწლიურად ციხე - სიმაგრეს 80 000 - ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.ეს არის ერთ - ერთი ყველაზე "iconic" ციხე მთელს მსოფლიოში, რომელსაც იმაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ვიდრე 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს შოტლანდიაში. მემატიანე წერს, რომ თავდაპირველად აქ ურჯულო ტომები დასახლდნენ და V საუკუნეში რომის პაპის დავალებით ქრისტიანი ეპისკოპოსი ნინიანი იქნა წარგზავნილი წარმართების გასაქრისტიანებლად.მათ ააშენეს პატარა სამლოცველო სწორედ იმ ადგილზე, სადაც დღეს ციხე - სიმაგრე დგას. 680 წელს სამლოცველო ალყაში მოაქციეს მტრებმა და დაანგრიეს. ისტორიულად ცნობილია ისიც, რომ 900 წელს შოტლანდიის მეფე დონალდ II - მ გმირული ბრძოლა გამართა ვიკინგების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაშივე გარდაიცვალა. მე - 16 საუკუნეში შოტლანდიის მეფე ჯეიმს V საჩუქრად აძლევს ციხეს ერთ - ერთ ლორდ მარშალს ( 1531 წელი ).1580 - 1650 წწ ის გახლდათ მეფე კარლ მეორის თავშესაფარი, რომელიც მას ოლივერ კრომველისგან იცავდა 8 თვის განმავლობაში.წყაროს ინფორმაციით ციხემ შეინახა მეფის პირადი ნაშრომები და სამეფო რეგალიები.სახელმწიფომ დღეს ციხე - სიმაგრეს მეთვალყურე დაუნიშნა, რომელსაც ოფიციალურად ხელფასს უხდის დს შესაბამისად ის პასუხიმგებელია Dunnottarr Castle გარშემო მიმდინარე ცვლილებებზე - წერს წყარო. 399 8-ს მოსწონს
|