კულტურა ყველაზე საშიში ადგილები ჩვენს პლანეტაზე (I ნაწილი) 2015, 15 აგვისტო, 0:45 ამ სტატიაში გაგაცნობთ მსოფლიოს იმ ადგილებს, სადაც სამოგზაუროდ
ძალიან ძლიერი გამბედაობაა საჭირო. ამ ფოტოების ნახვის შემდეგ აუცილებლად
ადრენალინის შეგრძნება დაგეუფლებათ!
1. ჩრდილოეთ კორეა ეს არის ყველაზე სასტიკი და მკაცრი ქვეყანა მსოფლიოში. ჩრდილოეთ კორეას ჰყავს ისეთი მმართველი, რომელიც დაუნდობლად იღებს სიკვდილის განაჩენის გადაწყვეტილებას სხვადასხვა მსჯავდებულებისთვის და ბრალდებულებისთვის. ამ ქვეყანას წელიწადში მხოლოდ 2000-მდე ტურისტი სტუმრობს, დღის განმავლობაში ტურისტებს აკრძალული აქვთ ქუჩაში სიარული, ნებისმიერ მომენტში, ყველგან და ყოველთვის დაცვის პოლიციის კონტროლში არიან. ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი გიდი ან ტურისტული კომპანია, თუ სადმე გასეირნება მოგინდებათ, ეს აუცილებლად დაცვის პოლიციის თანხლებით მოგიწევთ! 2. სიკვდილის გზა ბოლივიაში სიკვდილის გზა მდებარეობს ბოლივიის დედაქალაქ ლა პაზში. ეს გზა მიდის ქალაქ კარიოკამდე, რომელიც ლა პაზიდან 56 კილომეტრით არის დაშორებული. ეს ის გზაა სადაც ყველაზე ხშირად ხდება უბედური შემთხევევები. საშინელი ავარიების და სიკვდილიანობის შედეგად, ამ გზას death road ანუ სიკვდილის გზა შეარქვეს. გზის კიდევ ერთ საშინელებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გზა არის ორმხრივი. 3. პალპიტის კლდეები ნორვეგიაში ეს უდიდესი კლდეები მდებარეობს ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში, ნორვეგიაში. კლდეები დაახლოებით 100 წლის არის. ამ ადგილს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს, ყოველ წელს აქ ტურისტებს სხვადასხვა ადრენალინის გადატანა უწევთ. 4. ნახევარი გუმბათის მთა აშშ-ში ეს მთა მდებარეობს კალიფორნიის შტატში, სიერა ნევადას ოლქში. ეს მთა 1983 წლიდან შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობებს შორის. მთას ყოველწლიურად 3, 5 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ადრენალინის მოყვარულთათვის მშვენიერი ადგილია, მაგრამ თუ სიცოცხლე მაინც და მიანც ძალიან არ მოგბეზრდათ მაშინ არ გირჩევთ! 5. ტაიჰანის მთა, დაუსრულებელი სპირალური კიბეები, ჩინეთი სპირალური კიბეები სპეციალურად არის გაკეთებული, რათა მთის სტუმრებს არ გაუძნელდეთ მთის მწვერვალზე ასვლა. ერთი შეხედვით, არც ისე საშიში ადგილია, მაგრამ ვინც ამ სპირალური კიბეებით ადის მთის მწვერვალზე, ყველას ძალიან ძლიერი შიში ეუფლება. 6. აოგაშივას კუნძული იაპონიაში კუნძული მდებარეობს დედაქალაქ ტოკიოსთან ახლოს, ერთი შეხედვით, ძალიან ლამაზი ადგილია, მაგრამ კუნძულზე მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვულკანი. ვუკლანი დიდი ხანია არ გააქტიურებულა, მაგრამ მაინც დიდ საშიშროებას წარმოადგენს ქვეყნისთვის! 7. აი-პეტრის მთა უკრაინაში ყირიმში მდებარე მთა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად არის აღიარებული. აქედან ჩანს მთელი ყირიმი, მთაზე გადაბმულია საშიში ხიდი, რომელზე ასვლასაც ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება. 8. Quinta da Regaleira პორტუგალიაში ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჭა, რომელი მდებარეობს პორტუგალიაში. 27 მეტრიან ჭის ფსკერზე ჩასვლა ნამდვილად საშიშია, მაგრამ ადრენალინის მოყვარულთათვის შესანიშნავი ადგილია. 9. სან ფრანცისკოს ეკლესია პერუში ეკლესია მდებარეობს პერუს დედაქალაქ ლიმაში. ეკლესიის სარდაფში ბარძაყის ძვლებისა და თავის ქალებისგან აგებული მრგვალი სტრუქტურა, მნახველს შიშის ზარს სცემს! 10. ამბატოს საქანელა ეკვადორში ეკვადორის ქალაქ ამბატოში მდებარე ხის სახლთან არის გაკეთებული საქანელა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2600 მეტრის სიმაღლეზე. ამ საქანელაზე დაჯდომას ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება. 11. სასტუმრო დელ სალტო კოლუმბიაში სასტუმრო გაიხსნა 1928 წელს. ამ სასტუმროს ხშირად სტუმრობდა მდიდარი საზოგადოება. სასტუმრო მდებარეობს ტეკენდამას ჩანჩქერთან, ჩანჩქერის დაბინძურებასთან ერთად, სასტუმრო დაიხურა, მაგრამ მისი სილამაზე დღემდე თვალისმომჭრელია. 12. მირნის ხვრელი რუსეთში ეს ხვრელი არის ხელოვნურად შექმნილ ხვრელებს შორის, სიდიდით მეორე ადგილზე. ხვრელი საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული სპეციალურად სტალინის ბრძანებით, რათა დაეკმაყოფილებინა ბრილიანტების მოთხოვნილება. ხვრელის დიამეტრი არის 525მ, ხოლო სიგრძე 1250 მეტრამდე. ამ ხვრელის ზემოთ აკრძალულია ფრენა, რადგან მიზიდულობის ძალის გამო რამოდენიმე ვერთმფრენი ჩამოვარდა. 13. ქალაქი პრიპიატი უკრაინაში უკრაინის ერთ-ერთი უმშვენიერი ქალაქი, სადაც მოსახლეობა 50 000-ს უდრიდა, მაგრამ 1986 წელს ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის შედეგად, ქალაქი მიტოვებულ იქნა. 14. ტიანმენის მთის ეროვნული პარკი ჩინეთში ჩინეთში მდებარე ტიანმენის მთა მდებარეობს ეროვნულ პარკში. ამ მთაზე მდებარე 131 მეტრიანი სამოთხის კარის ხვრელი ტურისტების ყურადღებას ძალიან იპყრობს. მთაზე ასასვლელად თქვენ უნდა იმოგზაუროთ მსოფლიოს ყველაზე დიდ ელექტრო-მატარებლით, რომლის სიგრძე 7455 მეტრია. 15. ყინულის კანიონი გრენლანდიაში გრენლანდიაში მდებარე ყინულის კანიონი არის 80 კილომეტრზე გადაჭიმული. 800 მეტრის სიღრმის კანიონი, მეცნიერების ვარაუდით 4 მილიონი წლის წინ მდინარისგან არის წარმოქმნილი. იმედია მოგეწონებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1861 18-ს მოსწონს
|