x
image
მანჩო 777
ცნობილი მოდელის ნატალია ვოდიანოვას გონებასუსტი და კაფედან გამოაგდეს
ინციდენტი წინა კვირას მოხდა მსოფლიოში ცნობილი მოდელის ნატალია ვოდიანოვას მშობლიურ ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში: სუპერმოდელის და, რომელიც აუტიზმითაა დაავადებული, კაფედან გამოგდეს და არ მისცეს საშუალება ზაფხულის ცხელ დღეს ცივი სასმელით გაგრილებულიყო.


image
არანაირი ცნობები არაა იმის შესახებ, რომ ოქსანა ვოდიანოვამ, რომელიც ცნობილი მოდელის დაა, რამით ხელი შეუშალა კაფეში მყოფ საზოგადოებას ან დაარღვია იქ საზოგადოებრივი წესრიგი, თუმცა ფაქტი ერთია: ოქსანა და მასთან ერთად მყოფი ძიძა კაფე "ფლამინგოს" პატრონმა უხეშად გამოაბრძანა გარეთ, ხოლო როცა ძიძამ პროტესტი გამოთქვა ამის შესახებ, კაფეს მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა და ძალით გამოყენებით დაატოვებინა დაწესებულება ამ ორ ადამიანს.


image



ოქსანა ვოდიანოვას ნათესავებმა კაფეს მეპატრონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. როგორც ნატალია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის აღშფოთებულია ამ ფაქტით და ითხოვს საზოგადოების ყურადღებას, თუ როგორ ექცევიან რუსეთში უნარშეზღუდულ ადამიანებს.


image


"რატომ უნდა იყოს საზოგადოებისაგან გარიყული ადამიანი, რომელიც მისგან

დამოუკიდებელი მიზეზების გამო განსხვავდება მისი რიგითი წევრებისაგან? რატომ არ უნდა ჰქონდეს მას უფლება ზაფხულის ცხელ დღეს ჩაი ან ყავა დალიოს კაფეში? ან რატომ არ უნდა გამოჩნდეს ის ხალხმრავალ ადგილას? მე ვლაპარაკობ შემთხვევაზე, როცა ეს ადამიანი ჩაცმულია სუფთად და კოხტად, არაა აგრესიული და იქცევა გაწონასწორებულად, ესე იგი, ის ჯდება საზოგადოებრივი წესრიგის და მორალური ნორმების ფარგლებში?" - წერს ნატალია ვოდიანოვა თავის სტატუსში.


image


აღასანიშნავია, რომ თავის გონებასუსტ დას ნატალია არასოდეს არავისაგან არ მალავდა. უფრო მეტიც, პირიქით, ჟურნალისტებთან შეხვედრის თუ ინტერვიუების, პრეს-
კონფერენციების და სუპერმოდელის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის "შიშველი გულები" საქმიანობასთან დაკავშირებული მსჯელობის დროს ნატალიას არასოდეს დაუმალავს მისი არსებობის შესახებ. მას არაერთხელ აღუნიშნავს საუბარში, რომ ძალიან უყვარს თავისი და და გამუდმებით ზრუნავს მასზე.


image


ნატალია ვოდიანოვა, სხვა ცნობილი სუპერმოდელებისაგან განსხვავებით, მშვიდ და უხმაურო, სკანდალებისაგან თავისუფალ ცხოვრებას ეწევა. ის ცოლად გაჰყვა ინგლისელ არისტოკრატს ვიკონტ ჯასტინ პორტმანს, რომელსაც ოთხი შვილი გაუჩინა.


image

0
396
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0