
ადამიანები ჩვენს პლანეტაზე, რეგულარულად აკეთებენ კარგ საქმეებს, ზოგი მათგანი, ამას არა დიდებისა და შექებისათვის, არამედ მთელი გულით აკეთებს, გარემოებების მიუხედავად. ეს ადამიანები და მათი კეთილი საქმეები ყველამ უნდა გაიცნოს, რომ მაგალითი გახდეს სხვებისთვისაც. მაშ გავიცნოთ თანამედროვეობის კეთილი ადამიანები.
1. პირველ ფოტოზე უსახლკარო ჯონ პატრიკი, რომელმაც გადაარჩინა წყალში გადაგდებული კურდღელი დახრჩობისაგან. ეს ადამიანი დაასაქმეს, ხოლო ის ვინც კურდღელი დასახრჩობად გაიმეტა სასტიკი ქცევისათვის დასაჯეს.

2.ლონდონის მცხოვრებები გაერთიანდნენ, რათა ერთად მოეწესრიგებინათ მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ დაბინძურებული ქუჩები.

3.ნიკოლ გრემმა რამოდენიმე საათი გაატარა თავისი ტალახში ჩავარდნილი ცხენის გვერდით, მაშველების მოსვლამდე. ნიკოლს მისი თავი ხელით ეჭირა, რომ დახრჩობისგან გადაერჩინა.

4.საპროტესტო აქციების დროს, მისურიში ადგილობრივი მცხოვრებლები გაერთიანდნენ, რომ დაეცვათ მაღაზიები ყაჩაღობისაგან.

5.მცველი დისნეილენდში თავს აჩვენებს პატარა გოგონას, ვითომ პრინცესა გონია და ავტოგრაფს ართმევს. მას ასეთი ავტოგრაფებით სავსე მთელი ბლოკნოტი აქვს.

6.ეგვიპტეში ქალი დადგა საბრძოლო ბულდოზერის წინ, რომ დაჭრილი დემონსტრანტი გადაერჩინა.

7.პატარა გოგონა ყვავილს ა წვდის ჯარისკაცს, მას შემდეგ რაც არმიამ უარი განაცხადა პროტესტანტებისათვის ცეცხლის გახსნაზე.

8.თურქეთში აქციის მონაწილეებს უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ დაშავებული პოლიციელი.

9. იორდანელი მესაზღვრე ხელებს უთბობს ევაკუირებულ სირიელ ბავშვს.

10.მაგადანის მცხოვრებმა, პენსიონერმა, რუფინა ივანოვნამ საკუთარი ხელით მოქსოვა სამასი წყვილი თბილი წინდა და ხაბაროვსკში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს შესწირა.

11. კენიელი სპორტსმენი ფინიშის დისტანციამდე 10 მეტრით ადრე გაჩერდა, ეგონა რომ უკვე გადალახა ფინიშის ხაზი. მის შემდეგ მორბენალი, ესპანელი ივან ფერნანდესი გაჩერდა და კენიელს ფინიშისაკენ უბიძგა.

12.ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცერმა უსახლკაროს უყიდა ახალი ბათინკები. ოფიცერმა დე პრიმომ არ იცოდა, რომ მას აკვირდებოდნენ, მით უმეტეს ფოტოებს უღებდნენ.

13.დემონსტრანტები კოლუმბიელ პოლიციელებს კრეკერებს უნაწილებენ, საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს.

14. ეგვიპტელი მოქალაქე ხელს ართმევს სამხედროს, მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის სროლაზე უარის გამო.

15. 8 წლის იგორის წერილი ზოოპარკს. იგი უარს ამბობ თანამდეროვე ტელეფონის ყიდვაზე და დაზოგილ თანხას ზოოპარკის ცხოველებს სწირავს.