ფოტოგრაფია ფოტო თერაპია - წინ ოცნებისაკენ! 2012, 17 ოქტომბერი, 22:16 მალე ძილის დროც მოახლოვდება და სანამ ლოგინებს მივაშურებდეთ მეგობრებო, მინდა ძილის წინ ლამაზი განწყობა შეგიქმნათ და ტკბილი სიზმრები გისურვოთ. თვალი ადამიანის ერთ-ერთი მთავარი აღქმის ორგანოა, რომლის საშუალებითაც ვხედავთ ჩვენს გარშემო სამყაროს და აღქმულ სურათს გადავცემთ ტვინს, რომელიც უკვე ახდენს რეაქციას იმის შესაბამისად თუ რა გრძნობა გამოიწვია ჩვენში ნანახმა. ამიტომ, როცა გინდათ შესაბამისი განწყობა შეიქმნათ ამაში ფოტო სურათებიც დაგეხმარებათ, რომლებიც გარკვეულ ასოციაციურ შეგრძნებებს გამოიწვევენ თქვენში და თქვენს განწყობაზე იმოქმედებენ. ფოტო სურათმა შეიძლება დაგამშვიდოთ, გაგამხიარულოთ, სინანული მოგგვაროთ, ან სიბრალულის გრძნობა აღძრას თქვენში. სურათმა ასევე შეიძლება ცუდ ხასიათზეც დაგაყენოთ, ზიზღი მოგგვაროთ, ან აგრესიისაკენ გიბიძგოთ, მაგრამ დამიჯერეთ ფოტო სურათები, რომელთაც ახლა იხილავთ ნამდვილად დადებით განწყობას შეგიქმნიან და ოცნებისაკენ წაგიყვანენ. თქვენც დატკბით და მიჰყევით მას. 81 9-ს მოსწონს
|