ფოტოგრაფია უცნაური ფოტოები წარსულიდან (ნაწილი 3) 2013, 26 თებერვალი, 20:23 არ გეჩვენებათ, სურათზე ხედავთ ქალს, რომელსაც ზურგზე ცნობილი ნახატი - ''საიდუმლო სერობა'' აქვს ამოსვირინგებული, თანაც უბადლო პროფესიონალური შესრულებით. წარმოიდგინეთ იგივე მოვლენა დღესაც კი რა რისკებს შეიძლება ატარებდეს და რა რეაქციებს იწვევდეს, ძველ დროში კი(სამწუხაროდ ფოტოს ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით), როდესაც გაცილებით ნაკლებად იყო ტატუს ხელოვნება გავრცელებული და ხალხიც გაცილებით მოკრძალებულ სვირინგებს თუ გაიკეთებდა, ქალი ამდაგვარი სვირინგით, მისი ისტორია თავისთავად გამოიწვევს თქვენში ინტერესს. საერთოდ კი თითოეულ ამ ფოტოსურათს თავისი ისტორია აქვს, ჩვენ კი ყველას ამ ისტორიების ჩვენებური ვერსიები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
ამ სურათზე კი მკაცრი გამომეტყველების მქონე ქალბატონთა ჯგუფს ვხედავთ, ტრაფარატით ხელში, რომელზეც ვკითხულობთ ინგლისურ წარწერას: ''ტუჩები, რომლებიც ეხება ლიქიორს, არ უნდა ეხებოდეს ჩვენსას''. ქალბატონები აშკარად ალკოჰოლის საწინააღმდეგოდ გამოდიან, შესაძლებელია ეს ძველი აქციისა თუ მიტინგის ერთგვარი ფორმაა.
ამ ფოტოზეც ქალბატონებს ვხედავთ, თუმცა ამჯერად გაცილებით განსხვავებულ ფორმაში. შესაძლებელია და უფრო მეტად სარწმუნო, რომ ეს უბრალოდ გასართობად მოგონილი კომუფლიაჟია. საინტერესოა ამ ინტელიგენტურად გამოწყობილ ახალგაზრდა მამაკაცს, რამ მოაფიქრებინა სათამაშო ცხენზე გამობმული სკამის მეეტლედ მოგვვლენოდა. ნიღბიანი მძარცველის იმიტაციას აკეთებს კაცი თოფით ხელში სურათიდან. ეს ბიჭები კი ალბათ ერთ-ერთი ვაჟთა სასწავლებლის მოსწავლეები არიან. სიგარეტის პოპულარობა განსაკუთრებით მაღალი იყო მათ საზოგადოებაში. შესაძლოა ოდესმე მოდაშიც კი იყო ამდაგვარი ცხოველური ჩაცმულობა, იმედია ამდაგვარი მოდა აღარ დაბრუნდება. ცნობილია რომ ჩვილებს საგნებზე ჩაჭიდების უნარი აქვთ განვითარებული. ამ ფოტოზე ქალ კალათბურთელთა გუნდს ვხედავთ, წარმოიდგინეთ როგორ თამაშობდნენ მსგავსი ჩაცმულობით. უცნაური ხის მიღმა შავკანიან ადამიანს ვხედავთ, საინტერესოა რას უმზერს ასე დაჟინებით. გაგრძელება იქნება... 157 5-ს მოსწონს
|