ფოტოგრაფია უცნაური ფოტოები წარსულიდან(ნაწილი4) 2013, 28 თებერვალი, 16:15 წინა სტატიებში უკვე ბევრი საინტერესო ფოტოსურათი ვიხილეთ, თუმცა წარსული უსაზღვრო და ამოუწურავია, მართალია ფოტოგრაფია ჯერ არსებობის 2 საუკუნესაც კი არ ითვლის, მაგრამ მსოფლიოსთვის ეს საკმარისად დიდი დროა ფაქტებისა და მოვლენების დასაფიქსირებლად. ძნელად წარმოსადგენია, რამდენი საიდუმლოებით მოცული და ისტორიაშემონახული ფოტოსურათი არსებობს ადამიანთა მზერით დაღლილი, თუ მათ თვალთაგან მიმალული. ''მომღერალი მაიმუნი და ძაღლები'' - ეს სათაური სურათს მოუხდებოდა, თუმცა გაცილებით მშრალია იმასთან შედარებით რასაც სურათზე ვხედავთ. ადამიანივით ჩაცმული მაიმუნი კიდევ ხო, მაგრამ როიალთან მოკალათებული და დამკვრელ ამღერებული თან გრძნობით თვალებდახუჭული ცოტა წარმოუდგენელი და საკვირველი სანახაობაა. ეს სურათიც ფრიად საინტერესოა და ბევრი რამ შეიძლება წარმოვიდგინოთ, ჰარი პოტერისა და ჰოგვორტსის არსებობაც კი. არადა მოხუცი ქალბატონები ნამდვილად გვანან ჯადოქრებს. ორი შლიაპიანი ქალბატონი სკივრზე ჩამომჯდარა, აშკარად რაღაც თავგადასავლისათვის ემზადებიან, სახეებზე ეტყობათ, წარწერა კი გვმაცნობს ''ჩვენ უნდა ვიდარდოთ''. სასაცილო და ფრიად უცნაური სურათია, რომელიც როგორც სურათზე აწერია ბრემენში, გერმანიაშია გადაღებული და მასზე ლუის კოხია გამოსახული, რომელსაც გვერდს მისნაირი ვარცხნილობის მქონე ორი პატარა ვაჟი უმშვენებს. ძალიან უცნაურები არიან, საშინელებათა ფილმის გმირებიც კი გეგონებათ. ''კო კო ჩიტი გოგონა'' ''გოგონა და ძაღლი''. ეს ძაღლი ჯოჯოხეთიდან გამოქცეული გეგონებათ. ''ცოცხალი თოჯინა და პლასტმასის თოჯინები'' ''ადამიანური ძაღლები'' ''პატარა გოგონა სათამაშო ნიანგზე'' ''კურდღლების შოუ''. 133 9-ს მოსწონს
|