ქალი და მამაკაცი მოდელი ნინი ნებიერიძე მილიონერ თემურ უგულავაზე გათხოვდა. 2015, 13 აგვისტო, 11:01 ულამაზესი მოდელი, 19 წლის ნინი ნებიერიძე, ცოლად მასზე ასაკით ბევრად უფროსს, 48 წლის ბიზნესმენ, მილიონერ თემურ უგულავას გაყვა. ბიზნესმენის გარშემო ყოველთვის ლამაზი ქალები ტრიალებენ და ეს ალბათ გასაგებიცაა... მას უამრავი რომანი ჰქონდა, ჰყავდა ორი ოფიციალური ცოლი და ბევრი ლამაზი ქალი. მისი პირველი ცოლი თეო ფერაძე იყო, რომელიც მეორე ბავშვზე იყო ორსულად, როცა მისმა მილიონერმა მეუღლემ მსახიობ ეკა ნიჟარაძესთან უღალატა. მიუხედავად თემურ უგულავას მცდელობისა, მან პირველი ოჯახის შენარჩუნება ვერ შეძლო. ეკა ნიჟარაძეც მისგან ამ დროს შვილს ელოდებოდა. ამის შემდეგ კი ბიზნესმენმა იქორწინა ულამაზეს ბაია დავითაიაზე, რომელთანაც ყავს აუტისტი ბიჭი, რომლის გულისთვისაც ბაია დავითაია ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ბავშვს გამოჯანმრთელებისთვის საუკეთესო პირობები ჰქონდეს. ცოლ-ქმარს შორის უკვე წლებია, რაც გაყრასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა ქონების გაყოფასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ, კი ვრცელდებოდა ინფორმაცია მოდელ ნინი ნებიერიძესა და თემურ უგულავას სასიყვარულო რომანის შესახებ. ნინის "ფეისბუქის" საკუთარი გვერდიდან ცნობილი გახდა, რომ იგი გათხოვდა და ცოლად გაყვა ბიზნესმენს. მან ატვირთა ფოტო და წააწერა: "გავთხოვდიიიი...." შეგახსენებთ, რომ ნინი ნებიერიძე მონაწილეობას ღებულეობდა პოპულარულ ტელეშოუში "ცეკვავენ ვარსკვლავებში, რომლის მეწყვილეც იყო მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი. მართალია ფინალში ვერ მოხვდა ნინი ნებიერიძე, მაგრამ მან თავისი მომხიბვლელობით და უშუალობით საზოგადოების სიყვარული და ყურადღება დაიმსახურა. ბედნიერება ვუსურვოთ წყვილს! 650 3-ს მოსწონს
|