ქალი და მამაკაცი ახალგაზრდა წყვილმა ამერიკიდან წონაში 235 კილოგრამი დაიკლო 2013, 20 სექტემბერი, 12:53 ეს ახალგაზრდა წყვილი, ჯასტინ და ლორენ შელტონები, 2008 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.
ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდნილი ქმარი, რომელმაც საავადმყოფოს დასახმარებლად მიმართა, ჩააფიქრა წყვილი იმაზე, რომ ზედმეტი წონა შეიძლება მატი სიცოცხლისთვის სახიფათო გამომდგარიყო. მათ გადაწყვიტეს დაეკლოთ წონაში, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ ეს და მათ ეს გამოუვიდათ. ქალმა 78 კილო დაიკლო, მამაკაცმა კი 175.
აი ასეთები იყვნენ ისინი გახდომამდე.
მათი თქმით, ნათესავები, რომელთაც ბოლო წლებში არ უნახავთ წყვილი, მათ ვეღარ სცნობენ. ვიდრე ისინი გახდომას გადაწყვეტდნენ, ცოლ-ქმარი ამჯობინებდნენ, რომ შეუზღუდავად ეჭამათ საჭმელი, რადგან ისინი ამას კომფორტად მიიჩნევდნენ. ლორენი თავის მადას მორცხვობას აბრალებდა, ხოლო ჯასტინი კი ბავშვობაში დაზიანებულ მუხლს, რის გამოც იგი ვერ ვარჯიშობდა. ეს ფოტო კი უკვე წონაში დაკლებული წყვილის არის ყველაფერი კი 2012 წლის იანვარში შეიცვალა, მას შემდეგ რაც ჯასტინი საავადმყოფოში მოხვდა ინფექციით. ჯასტინი დიაგნოზის დასასმელ აპარატურაში ვერ ჩაეტია და სწორედ ამან ჩააფიქრა წყვილი, რომ მათ სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შექმნოდათ სიმსუქნის გამო. სწორედ ამის გამო მოიწადინეს და გახდნენ. დაიქირავეს სპეცილაისტი, რომელიც მათ წონის დაკლებაში დაეხმარათ და ასევე ვარჯიშობდნენ. შედეგსაც მალე მიაღწიეს. 1182 6-ს მოსწონს
|