ქალი და მამაკაცი ქმარმა მოღალატე ცოლი ვიდეორგოლის გავრცელებით დასაჯა 2013, 26 დეკემბერი, 9:54 ბრიტანელმა მამაკაცმა მოღალატე ცოლზე შური იმით იძია, რომ ქალს ვიდეორგოლი გადაუღო და YouTube -ზე ატვირთა. ქსელში მოხვედრილ ვიდეოზე ჩანს საბან შემოხველი ქალი, რომელიც ტირის და ემუდარება ქმარს, რომ არ გაუვრცელოს ეს ვიდეო. მაგრამ მამაკაცი შეუვალია და ემუქრება-"ეს კადრები იქნება YouTube-ზე". ვიდეორგოლში ქმარი ცოლს აკრიტიკებს არა იმდენად ღალატზე, რამდენადაც მის მოუწესრიგებლობაზე და აღნიშნავს, რომ ის ცუდად ასწორებს საწოლს და მაცივარსაც არ ავსებს და ბოლოს ყვირის-"მე ვიცოდი, რომ რაღაცას მიმალავდი, მე ეს ვიცოდი". ასე დასაჯა ბრიტანელმა მოღალატე ცოლი. გთავაზობთ ვიდეოს: 701 3-ს მოსწონს
|