სხვა რაზე მეტყველებს სიარულის მანერა 2015, 10 აგვისტო, 17:08 რიტმული ნაბიჯები-კარგ განწყობაზე, სიმსუბუქეზე. ექსტრემალურ სიტუაციაში
თავდაჯერებულობაზე მეტყველებს.
თანაბარი მძიმე ნაბიჯები-აქტიური და მიზანდასახული მამაკაცისთვის არის დამახასიატებელი.
არათანაბარი ნაბიჯები-მორიდებულობაზე, დაბნეულობასა და თავდაუჯერებლობაზე მეტყველებს.
გრძელი ნაბიჯები-თქვენს წინაშე მიზანმიმართული, ძალდაუტანებელი, უშუალო, ამავე დროს, ფხიანი და ლიდერობის მოყვარული მამაკაცია. მოკლე ნაბიჯების პატრონი-ფრთხილი, თავშეკავებული ადამიანია. დიდი ნაბიჯები და ნელი სიარული-ახასიათებს თავის წარმოჩენის, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნის მსურველ მამაკაცს. მოშვებული სიარული-მეტყველებს ინტერესის არქონაზე, მოვალეობებისაგან თავის დაღწევის სურვილზე. ფრატუნით, მძიმე სიარული-ასეთი მანერის მქონე მამაკაცებს ახასიათებს მოთენთილობა, მოშვებულობა, სიზარმაცე. ნელა, თავდახრილნი- ისინი დადიან, ვისაც ღრმა მძიმე პრობლემები აქვთ გადასაჭრელი. 109 4-ს მოსწონს
|