x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სასარგებლოა თუ არა მოხარშული სიმინდი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

image
სიმინდი კაცობრიობისთვის უძველესი დროიდან ცნობილი კულტურაა. იგი პირველად მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბორიგენებს მოჰყავდათ ჯერ კიდევ 20 000 წლის წინ. ასე რომ, სიმინდი თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ ადამიანის კვების რაციონში მყოფ უძველეს პროდუქტთა რიცხვს.

თუმცა სიმინდი საინტერესოა არა მხოლოდ უძველესი წარმომავლობით, არამედ ვიტამინებისა და მინერალების შემადგენლობით. იგი მდიდარია А, В1, В3 ჯგუფის ვიტამინებით, ასევე В9 და С ვიტამინით. სიმინდს შემადგენლობაში არის საკმაო რაოდენობით ბუნებრივი ასკორბინის მჟავა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სიმინდის ტაროში შემავალი დიდი რაოდენობით კალიუმი, მაგნიუმი და რკინა.

განსაკუთრებული, და შეიძლება ითქვას უნიკალური საგემოვნო და სამომხმარებლო თვისებები სიმინდს ფასდაუდებელ პროდუქტად აქცევს კულინარიაში.

სიმინდი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი პროდუქტიდან რომელიც არ იცვლის თვისებებს ხარშვისას, კონსერვირებისას თუ სხვა თერმული დამუშავებისას.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შედარებით დაბალკალორიულობისა, მოხარშული სიმინდი საკმაო ნოყიერებით გამოირჩევა. მოხარშული სიმინდის კალორიუობის საშუალო მაჩვენებელია 123 კკალ/100გ. აქედან გამომდინარე, იგი კვების დიეტურ რაციონშიც გამოიყენება.

გარდა ამისა, მოხარშული სიმინდის მარცვლები, რომლებიც ოდნავ უხეშია, მშვენიერ „სკრაბად“ ითვლება და კარგად წმენდს ნაწლავებს.
image

თუმცა მოხარშული სიმინდი ყველასთვის სასარგებლო როდია. მისი მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ თრომბოზი ან აღენიშნებათ მადის დარღვევა. ჯანმრთელ ადამიანს კი მოხარშულმა სიმინდმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მხოლოდ რეგულარული და დიდი რაოდენობით მიღებისას.


0
3418
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0