x
image
გვანცა1234
მოგბეზრდათ ქამთის ტრადიციული კერძები? სცადეთ ასე!

imageმასალა:
ქათმის ორი ცალი გულმკერდი
300 გ. სპაგეტი
5-6 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
ორი თავი ხახვი
5-6 კბილი ნიორი
1 კგ პომიდორი
1 კონა ქინძი


მომზადები წესი:
ქათმის გულ-მკერდი გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ზეთში. კარგად რომ დაიბრაწება გადმოვიღოთ ტაფიდან და დავჭრათ შედარებით პატარა ნაჭრებად.

imageცალკე ქვაბში მოვხარშოთ სპაგეტი და გადავწუროთ.imageწვრილად დავჭრათ ხახვი და მრგვლად დავჭრათ ბულგარული წიწაკა. imageჩავყაროთ ქათმის შენაწვავ ცხიმში და ვშუშოთ.

imageკარგად რომ მოიშუშება დავასხათ წინასწარ გაფცქვნილი და დაჭრილი პომიდორი, ჩავაჭყლიტოთ ნიორი და ერთად ვადუღოთ 5-7 წუთი.imageშემდეგ ჩავყაროთ წინასწარ მოხარშული სპაგეტი, ჩავამატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ბოლოს ჩავაწყოთ დაჭრილი ქათმის ნაჭრები და გადმოვიღოთ გაზქურიდან. ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი. imageასე მომზადებული ქათამი წლის ნებისმიერ სეზონზე გამოგადგებათ, რადგან მისი მირთმევა ცხელ კერძადაც კარგია და ცივადაც.
გემრიელად მიირთვით!

4
5570
13-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
5570
  
2017, 11 თებერვალი, 23:04
უკვე იმდენი რაღაც დავამუღამე მალე ალბათ საკუთარ რესტორანს გავხსნი :D :D (თუ არ ავფეთქდი) :)
2015, 10 აგვისტო, 10:32
კიიი
2015, 10 აგვისტო, 1:27
მოგაშიეთ ხო? :D :D
2015, 9 აგვისტო, 20:54
იფ იფ
0 1 4