x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512198
შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი – სახალისო ისტორია
image


ერთი კაცი მაიმუნთან ერთად ბარში შევიდა. შეუკვეთა სასმელი და სანამ ის მიიერთმევდა,

მისი მოთვინიერებული ცხოველი აქრთ-იქეთ დახტოდა და ყველაფერს ედებოდა. მან ხელი სტაცა ზეთისხილს, შემდეგ ლაიმის წვრილად დაჭრილ ნაჭრებს და პირში ჩაიყარა.

მას მერე რაც ბარზე საჭმელი ვეღარ ნახა, ბილიარდის მაგიდაზე გადახტა, აიღო ერთი ბილიარდის ბურთი, პირში ჩაიდო და ყველას გასაოცად გადაყლაპა.


ბარის მეპატრონეს ამის დანახვაზე მოთმინების ფიალა აევსო და დაუწყო კაცს ყვირილი:

"დაინახე შენმა მაიმუნმა რა გააკეთა?" ყმაწვილმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

"მან ეს-ესაა ჩემი ბილიარდის ბურთი გადაყლაპა."

"ჰო, ეს მე არ მაკვირვებს, " უპასუხა მან "ამ უჯიშოს რაც თვალში ხვდება, ყველაფერს

პირში იყრის და ჭამს. დიდ ბოდიში, მე გადაგიხდით ბილიარდის ბურთის საფასურს და ყველა სხვა ზარალს აგინაზღაურებთ." მაიმუნის პატრონი მართლაც ასე მოიქცა და ბარი დატოვა.

ორი კვირის შემდეგ ის ისევ მოვიდა ბარში, რა თქმა უნდა, მაიმუნიც თან ახლდა. კაცმა

შეუკვეთა თავისთვის სასმელი, მისმა პატარა მეგობარმა კი ჩვეულებისამებრ დაიწყო აქეთ-იქეთ სირბილი. სანამ პატრონი დაამთავრებდა სმას, მაიმუნმა ამასობაში კოქტეილის ალუბალი იპოვა ბარზე – ხელი სტაცა, შეიტენა უკანალში, შემდეგ გამოიღო და პირი ჩაიტკბარუნა.

ეს რომ ბარის მფლობელმა დაინახა, ზიზღისაგან გააკანკალა და წინანდელზე უფრო მეტად აყვირდა: "რა საშინელებაა, დაინახე შენმა მაიმუნმა რა გააკეთა?"კაცმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

"მან კოქტეილის ალუბალი უკანალში შეიტენა, შემდეგ გამოიღო და შეჭამა!" უპასუხა

გაღიზიანებულმა ბარის მეპატრონემ.

"ჰო, ეს მე არ მაკვირვებს, " უთხრა კაცმა."ის ისევ ჭამს ყველაფერს, რაც თვალში ხვდება, მაგრამ მას შემდეგ რაც თქვენს ბარში ბილიარდის ბურთი გადაყლაპა, ჯერ ზომავს."


3
624
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
624
  
2015, 9 აგვისტო, 17:30
კი, მეც რომ წავიკითხე ანალოგიური რეაქცია მქონდა. ისე, ზოგიერთ ადამიანს კი ნამდვილად გამოადგება ჭკუის სასწავლებლად სანამ რაიმე სისულელეს გააკეთებს
2015, 9 აგვისტო, 15:35
ვაიმე, გავიგუდეეე:)))
0 1 3