x
image
natia.a
რა სარგებელი და ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ქლიავმა და როგორია მისი დღიური ნორმა
image
ქლიავი ბევრი მკვლევარის აზრით, ერთ-ერთი უძველესი ხილია. მის სამშობლოდ და თავდაპირველი გავრცელების ადგილად ალტაისა და კავკასიის მთებს შორის ტერიტორია ითვლება. ევროპაში ქლიავი სირიის მაცხოვრებლებმა შეიტანეს და ძალიან მალე გახდა პოპულარული.

ქლიავის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით სასარგებლო მინერალი, ვიტამინი და სხვა საკვები ნივთიერება შედის. ქვემოთ ამ გემრიელი ნაყოფის სასარგებლო და მავნე თვისებებს უფრო დეტალურად განვიხილავთ.


რით არის სასარგებლო ქლიავი?
image

როგორც უკვე აღვნიშეთ, ქლიავი დაბალკალორიულია და მასში თითქმის არ არის ცხიმები, სამაგიეროდ დიდი რაოდენობით ბოჭკოვანები და ორგანული მჟავაა, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. თუმცა მისი გადამეტებული მოხმარება მაინც არ შეიძლება, რადგან სხვა ხილივით ისიც შეიცავს გარკვეული რაოდენობით შაქარს.

ქლიავი მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით С ვიტამინით, რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის სეზონის დაწყების წინ, როცა ვირუსული გრიპის საშიშროება ყველაზე მეტად იმატებს.

ქლიავში შემავალი ორგანული მჟავები ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას და ეხმარება კუჭის მჟავიანობის დაქვეითების დროს. აქედან გამომდინარე, მათ, ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა აწუხებთ, ამ ხილის დიდი რაოდენობით მიღებაზე უარი უნდა თქვან. აქვე აღსანიშნავია, რომ ქლიავი მადას აძლიერებს.

დიდი რაოდენობით რკინა, რომელსაც ეს ნაყოფი შეიცავს, რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულებს ეხმარება.

ქლიავში შემავალი ვიტამინი-ანტიოქსიდანტები და თუთია ახდენს უჯრედების ნააადრევი დაბერების პროფილაქტიკას. განსაკუთრებით კარგ გავლენას ახდენს ფრჩხილებსა და თმებზე.

image
კულინარიის გარდა ქლიავი წარმატებით გამოიყენება კოსმეტიკაში, როგორც კანისა და თმის მოვლის ნატურალური საშუალება. ძილის წინ გაკეთებული ქლიავის პიურეს ნიღაბი კანს ატენიანებს, ხსნის დაღლილობას, კვებავს მას ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

ქლიავი ძალიან სასარგებლოა შეკრულობის დროს: გააჩნია მსუბუქი საფაღარათო მოქმედება, რადგან მასში შემავალი ბოჭკოვანები და ორგანული მჟავები აღიზიარებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედლებს.

ქლიავი შეიცავს В ჯგუფის ვიტამინებს, ამიტომ სასარგებლოა ნევული სისტემის მოქმედებისთვის და ხელს უწყობს კარგ გუნება-განწყობას.

ქლიავი ავლენს ასევე ანტისეპტიკის თვისებებს, ამიტომ მათი მიღებისას ხდება პირის ღრუსა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დეზინფიცირება.

ქლიავში არის ძალიან ბევრი კალიუმი. აქედან გამომდინარე, გააჩნია შარდმდენი ეფექტი და სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, განსაკუთრებით ჰიპერტონიისას.

როდის შეიძლება იყოს საზიანო ქლიავი?

ქლიავი საზიანოა ჭარბწონიანებისთვის ან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან მასში გარკვეული რაოდენობის შაქარი შედის. ამიტომ ამ კატეგორიის ადამიანებმა ქლიავის მოხმარება უნდა შეზღუდონ ან საერთოდ შეცვალონ იგი ნაკლებად ტკბილი ხილით.

ამ ხილის მიღება რეკომენდებული არ არის არც კუჭის მომატებული მჟავიანობის ან კუჭ-ნაწლავის მწვავე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.


ქლიავის წვენი მიღება არ არის რეკომენდებული მცირე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან ამან შეიძლება მუცლის ტკივილი, ნაწლავის გაღიზიანება და დიარეა გამოიწვიოს.


ქლიავის მიღება არ არის სასურველი არც რევმატიზმისა და პოდაგრის დროს, რადგან შარდმდენი ეფექტის გამო ორგანიზმიდან ზედმეტი რაოდენობით სითხის გამოყოფა მოხდება.




როგორია ქლიავის რეკომენდებული დღიური ნორმა?

image

ქლიავის ზედმეტი რაოდენობით მიღებამ შეიძლება კუჭის გადატვირთვა გამოიწვიოს, რასაც შედეგად დისკომფორტი და აირწარმოქმნა მოჰყვება. ჯანმრთელი ადამიანისთვის
ქალიავის ოპტიმალური რაოდენობა დღეში 5 ცალს შეადგენს.

0
13428
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
13428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0