x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XIV - მეკობრეები
მეკობრეებიზღვის ყაჩაღები იმ დროიდან არსებობენ, რაც ადამიანმა ღია ზღვაში გასვლისას, საცურაო საშუალებების გამოყენება დაიწყო. თავდაპირველად გემებს კრეტელი ყაჩაღები ძარცვავდნენ. შემდეგ, ისინი ხმელთაშუა ზღვაში, ბერძნებმა ჩაანაცვლეს და მათვე შემოიღეს ტერმინი perates (მეკობრე), რაც მძარცველს, ყაჩაღს ნიშნავს. იმ პერიოდში

მეკობრეებს შორის იერარქია არსებობდა და მათ შირის ყველაზე დიდ და გავლენიან ფიგურას, რომელიც დიდი რაოდენობით ხომალდს ხელმძღვანელობდა, არქიმეკობრე ეწოდებოდა. ამ წოდების ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, მეფის ან გუბერნატორის სამსახურში იყვნენ და თავიაანთი წოდებით ამაყობდნენ, რადგან წოდება და თანამდებობა, რომელიც მათ ეკავათ, იმ დროს, ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა.

მას შემდეგ, რაც ევროპელებმა ოკეანეების უკიდეგანო სივრცეები აითვისეს, მეკობრეობაც უფრო შემოსავლიანი და მოთხოვნადი პროფესია გახდა. ამასთან უნდა

აღინიშნოს, რომ საზღვაო რეკეტში სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველებიც იყვნენ


ჩართულები. 1200 - 1856 წწ. მეკობრეობის მსურველებზე, გასცემდნენ სპეციალურ

ლიცენზიებს, ე. წ. კაპერებს, რომლის მფლობელებს, ღია ზღვაში ნებისმიერი გემის

დაყაჩაღება შეეძლოთ, იმ პირობით, თუ ნაძარცვის ნაწილს მეფის ხაზინას ჩააბარებდა.

მძარცველებს შორის, თავი განსაკუთრებით ინგლისელებმა გამოიჩინეს, რომლებიც

მეკობრეები და იმავდროულად რაინდებიც იყვნენ. მათ შორის აღსანიშნავია: სერ ფრენსის დრეიკი (1543-1596), სერ ჰენრი მორგანი (1635-1688) და უილიამ კიდი (1645-1701). საკმაოდ დიდი იყო მათი მონაპოვარიც. მაგ., 1572 წ. დრეიკი თავს

დაესხა ესპანელების 120 ტონიან სავაჭრო გემს. იქიდან წამოღებული ოქროს, ვერცხლის

და ძვირფასი ქვების ღირებულების საერთო რაოდენობამ, 445 000 დოლარი შეადგინა.

მეკობრეები

ხოლო მორგანი, ისეთი წარმატებული იყო თავის საქმეში, რომ მეკობრეების მეფედ

ჰენრი მორგანი

იყო აღიარებული.

გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ

ქალის გემზე ყოფნა ცუდის ნიშანია,

სიმართლეს არ შეესაბამება.

XVI საუკუნეში, ირლანდიელი ო' მელების

ოჯახის წევრები პროფესიონალი მეკობრეები

იყვნენ. მათ ოჯახში დაიბადა გოგონა,

რომელსაც, გრეისი დაარქვეს. როდესაც მამამისი გარდაიცვალა, გრეის ო' მელეი (1530-1603) სათავეში ჩაუდგა ოჯახურ

ბიზნესს და საქმეებს ისე ოსტატურად

გაუძღვა, რომ ირლანდიელმა მეკობრეებმა

ინგლისის დედოფლის ყურადღება მიიქციეს.

ელისაბედ I გრეისის თავისთვის ჯილდოც კი დააწესა, 500 ფუნტის ოდენობით. მაგრამ,

როდესაც ამ მეთოდმა არ გაჭრა, დედოფალმა

მეკობრე ქალი თავისთან მიიწვია. გრეისმა

მიწვევა მიიღო და მისმა გემმა ინგლისისკე აიღო გეზი. გზაში ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. გრეისმა ნაადრევად ვაჟი გააჩინა. ამავე დროს, მის გემს, თავს თურქი მეკობრეები დაესხნენ. გრეისმა მიატოვა ახალდაბადებული ბავშვი და გემბანზე გავიდა,

ხმლებით ხელში. მისმა ასეთმა საქციელმა, ისე აღაფრთოვანა გრეისის გუნდის წევრები,

რომ შეტევაზე გადავიდნენ, თურქი მეკობრეები დაამარცხეს და ინგლისში ჩავიდნენ.

ინგლისის დედოფალსა და მეკობრე ქალს შორის, სამშვიდობო ხელშეკრულება

გაფორმდა.

ამ ხელშეკრულების შემდეგ კიდევ დიდ ხანს იცოცხლა სახელოვანმა მეკობრე ქალმა

და ხანდაზმულობის ასაკშიც არ დაუტოვებია გემი. ის 60 წლის იყო, როდესაც მის

გემს, ესპანელი მეკობრეები დაესხნენ თავს. გრეისი საღამურით გამოვარდა გემბანზე

და მტრის მოგერიება ხმლით დაიწყო. მას ჭაღარა თმას ქარი უწეწავდა. ამის შემყურე

ესპანელებმა იფიქრეს, თავად ეშმაკი გამოგვეცხადაო და გემი დატოვეს.

გრეის ოკიდევ ორმა მეკობრე ქალმა გაითქვა სახელი XVIII საუკუნეში. ირლანდიური წარმოშობის, ამერიკელი ფერმერის შვილმა, ენი ბონიმ და კუბელმა მერი რიდმა. მეკობრე ქალებმა ერთმანეთი კუბაზე გაიცნეს და გემების ერთობლივად ძარცვა გადაწყვიტეს. მათ რამდენიმე წარმატებული ოპერაცია განახორციელეს იამაიკაზე.

მაგრამ, გემი 1720 წ. ტყვედ აიყვანეს და ეკიპაჟის ყველა წევრს სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. როდესაც მოსამართლემ გაიგო, რომ მეკობრეებს შორის

ქალებიც იყო, დაიბნა და არ იცოდა რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ბოლოს სიტუაცია ისევ ენიმ განმუხტა. მან მოსამართლეს თხოვნით მიმართა: “შეიბრალეთ, ჩვენი ჯერ არ დაბადებული ბავშვებიო" და ისინი ციხეში გადაიყვანეს. მერი რიდი მართლა ფეხმძიმედ იყო და მშობიარობის დროს დაიღუპა, ხოლო ლამაზმანი ენი, იამაიკელმა პლანტატორმა გამოისყიდა.

ენი ბონი და მერი რიდი


1
327
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
327
  
2018, 17 სექტემბერი, 10:36
უმაღლესი დონის სტატიები
0 1 1