საზოგადოება "საზოგადოებამ რომ ნახოს კადრები, მამაკაცს როგორ აუპატიურებენ, ის კი ტირის, ღრიალებს და ეხვეწება – მომკალითო, წარმოიდგინეთ, რა მოხდება"- ალექსანდრე ჭიკაიძე 2015, 6 აგვისტო, 8:17 "სამეგრელოში, ე.წ. სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოკადრები რომ ვნახე ღამეები არ მეძინა" - აცხადებს შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საგაზეთო ინტერვიუში. როგორც ალექსანდრე ჭიკაიძე „ასავალ–დასავალთან" საუბარში აღნიშნავს, საზოგადოებამ ეს ვიდეოკადრები რომ ნახოს, შესაძლოა, ქუჩებში სისხლის გუბეები დადგეს. „სამეგრელოში აღმოჩენილ ფაილებს, ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ისინი გასაჯაროვდეს და მოსახლეობამ ნახოს, რადგან ეს უდიდეს შოკს გამოიწვევს, კატასტროფის წინაშე დავდგებით და შესაძლოა, ქუჩებში სისხლის გუბეები დადგეს. დიახ, საზოგადოებამ რომ ნახოს კადრები, მამაკაცს როგორ აუპატიურებენ, ის კი ტირის, ღრიალებს და ეხვეწება – მომკალითო, წარმოიდგინეთ, რა მოხდება! მე რომ ეს კადრები ვნახე, ღამეები არ მეძინა. მადლობა ღმერთს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რამეები ჩვენი ხელისუფლების დროს აღარ ხდება", – აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძე. 2114 10-ს მოსწონს
|