x
image
მანჩო 777
"ეს იმ ქართველების აიღე და ქართველებს ცუდად ნუ მოიხსენიებო"- მოსკოველი ქართველის მონათხრობი

facebook-მომხმარებელმა ვახო მითაიშვილმა სტატუსის სახით საინტერესო ისტორია გაავრცელა, რომელიც მას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გადახდა თავს. აი, მისი მონათხრობი:


image


"მოსკოვში ვარ, ტაქსი გავაჩერე, მისამართზე და თანხაზე მოველაპარაკე, ჩავჯექი, დაძრა, ცოტა ხანში რაღაც უცნაურად შემომხედა, მარტო გამოლაპარაკების სურვილი არ ჩანდა თვალებში და ინტონაციაში.
”გრუზინ?’'- მეკითხება. ”-და გრუზინ”, - ვპასუხობ, თან დაინტერესების მიზეზს ვეკითხები.
”-გუშინ სამი ქართველი ავიყვანე, რიგის ბაზარში მთხოვეს მიყვანა.
გზაში დამიმეგობრდნენ, ერთ-ერთმა მითხრა, ცოლს დაბადების დღე აქვსო. დამპატიჟა, ბაზარშიც შევყევი, მივეხმარე, ფული დააკლდათ და რაც ჯიბეში მქონდა, მივეცი.
წამოვიყვანე, დატვირთული ჩანთებით შევიდნენ სადარბაზოში, ახლავე ამას ავიტანთ და ჩამოვალთ, კიდევ გასასვლელები ვართო, - მითხრეს.
ველოდები, ცუდი მაშინ გავიფიქრე, ნახევარი საათი რომ გავიდა. თურმე გამჭოლი სადარბაზოა.
მოკლედ გადამაგდეს....
გავმწარდი, ასე უნამუსოდ რომ ისარგებლეს ჩემი ნდობით. მანქანაში საწვავიც აღარ მაქვს, ჯიბეში-ფული, მოვდივარ და ვწყევლი ქართველების გაჩენის დღეს.
ვხედავ ვიღაც მაჩერებს, არარუსი. ქართველია აშკარად.
გცალია?-მეკითხება, მანქანა გამიფუჭდა და უნდა მატარო მთელი დღე...თან კარგ ფულს მთავაზობს.
“ესეც მაგდებს ალბათ, ბენზინს მაინც ჩავასხმევინებ”, -ვიფიქრე. ვეუბნები, ბენზინი ახლავე ჩამისხი, მითავდება მეთქი.
“ბენზინის გარეშე როგორ ტაქსაობ, რაშია საქმე"”-მეკითხება, თან ჩემი ტონი არ მოეწონა.
მოვუყევი ყველაფერი, დაფიქრდა ... წავედითო, - მეუბნება.

ბენზინი ჩამისხა და ის ფული მომცა წინასწარ, რაზეც მოვილაპარაკეთ. გვიანობამდე მატარა, სახლთან რომ მივიყვანე, ერთი იმდენს მაძლევს და მეუბნება, ეს იმ ქართველების აიღე და ქართველებს ცუდად ნუ მოიხსენიებო.
”კაკოი ვი ვსიო ტაკი სტრანნი ნაროდ გრუზინი”- დაამთავრა ამბავი.
ძალიან მინდოდა იმ კაცის ვინაობა გამეგო, ვერ გაიხსენა.
ძველი ბერძნები იდიოტს ეძახდნენ კაცს, ვინც საზოგადოების ცხოვრებაში არ მონაწილეობდა.
სრული სიმართლეა. კაცი მაშინ ხდება კაცი, როდესაც საკუთარ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას იღებს.
ის უცნობი მთელს ქართველობაზე გრძნობდა პასუხისმგებლობას და დიდი კაცი იყო.
ნეტა ბევრი იყვნენ ასეთები!"-ასრულებს მონათხრობს ავტორი.


2
220
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
220
  
2015, 5 აგვისტო, 23:58
ცრემლები მომეერია, რომ წავიკითხე...
2015, 5 აგვისტო, 23:54
Vau. Umagredia ^_^
0 1 2