კულტურა 25 წლის შემდეგ შემთხვევით იპოვეს ერთმანეთი... 2015, 5 აგვისტო, 19:33 ინტერნეტ-სივრცის სიძლიერის დამამტკიცებელი კიდევ ერთი მოვლენა განვითარდა.
სამხრეთ კორეელმა ტყუპებმა 25 წლის შემდეგ, ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაზიარებული ვიდეოს საშუალებით იპოვეს. ისე, რომ არც კი იცოდნენ ტყუპები თუ იყვნენ. ენის ბიორდერი საფრანგეთში მოდელობას სწავლობს, ენისის მეგობრებმა მას გამოუგზავნეს ამერიკელი მსახიობის, სამანთა ფუტერმანის გაზიარებული ვიდეო. ვიდეო არ იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, მაგრამ ვიდეოს ავტორი სამანტა ფუტერმანი ტყუპის ცალივით ჰგავდა ენის ბიორდერს. ამ ფაქტით დაინტერესებულმა ენის ბიორდერმა დაიწყო გამოძიება სამანთას შესახებ. გამოძიების შედეგად, აღმოჩნდა რომ სამანთა ფუტერმანი დაბადებულია 1987 წლის 19 აპრილს, როგორც თვით ელის ბიორდერი. ფუტერმანის facebook გვერდზე -დაბადების ადგილი- მითითებულია სამხრეთ კორეა, ისევე როგორც ბიორდერისაზე. გამოძიების დასრულების შედეგად, აღმოჩნდა რომ ელის ბიორდერი იშვილა ფრანგულმა ოჯახმა, ხოლო სამანთა ფურტერი ამერიკულმა ოჯახმა. ტყუპებმა ერთმანეთს გაუზიარეს ბავშვობის ფოტოები. ბავშვობაში მსგავსობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთმანეთისგან ვერანაირად ვერ გაარჩევდით. რამოდენიმე დღის შემდეგ ელისი და სამანთა ერთმანეთს შეხვდენ, მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ტყუპებმა ერთმანეთი 25 წლის შემდეგ გაიცნეს, თქვენი აზრით არ იქნებოდნენ ბედნიერები?! 242 11-ს მოსწონს
|