საბუნებისმეტყველო სენსაციური ნაპოვნი მარსზე - დედამიწას ადამიანის უზარმაზარი სახე უყურებს 2015, 5 აგვისტო, 8:04 ადამიანის სახე მარსზე პირველად 1981 წელს აღმოაჩინა NASA-ს მრავალრიცხოვანი ხელოვნური თანამგზავრებიდან ერთ-ერთმა, რომელიც მზის სისტემის პლანეტებს სწავლობდა. იმ დროს მოქმედი აპარატურა არ იძლეოდა მაღალი ხარისხის სურათების გადაღების საშუალებას, მაგრამ იმ ფოტოსურათებმაც კი, რომლებიც მაშინ გავრცელდა, მეცნიერებში ერთდროულად გამოიწვია როგორც შიში, ასევე აღფრთოვანება.
საუბარია რამოდენიმე კილომეტრი დიამეტრის უზარმაზარ ადამიანის სახეზე, რომელიც პლანეტაზე მდებარე ერთ - ერთ კლდეზეა გამოკვეთილი კაცობრიობისათვის უცნობი საიდუმლო ტექნოლოგიით. მაინც ვის და რა მიზნით უნდა გამოეკვეთა ეს იდუმალი გამოსახულება უსიცოცხლო პლანეტაზე? სამი ათეული წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები ცდილობდნენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას და თითქმის ყველა მათგანი ერთ დასკვნამდე მიდიოდა: ეს სახე არის გზავნილი დედამიწელების მიმართ, გაკეთებული რომელიმე სხვა ცივილიზაციის მიერ და ამ გზავნილს კაცობრიობა მხოლოდ მაშინ ამოხსნის, როცა ამის შესაფერისი ტექნოლოგიები გვექნება. მეცნიერებს შოკში აგდებს აგრეთვე ის ფაქტი, რომ მიუხედავად დედამიწისაა და მარსის განსხვავებული ბრუნვის სიჩქარეებისა, სახე მუდამ დედმიწისკენაა მოქცეული და თითქოს უყურებს მას. ეს ეფექტი მიღწეული შეიძლება იქნეს მისი ადგილმდებარეობის საოცრად ზუსტი შერჩევით, რომელიც უკიდურესად ახლოა პლანეტის პოლუსთან, მაგრამ ამასთანავე არ კვეთს მარსის ეგრეთ წოდებულ პოლარულ წრეს. რატომ არ აკეთებს NASA ამ აღმოჩენაზე რაიმე კომენტარს, დღემდე უცნობი რჩება, თუმცა ეს ორგანიზაცია აქტიურად ემზადება პილოტირებული ექსპედიციის გასაშვებად მარსზე და იდეაში განიხილავს ამ პლანეტის კოლონიზაციასაც კი. იქნებ ყველაფერი ეს უცხოპლანეტელების მიერ გზავნილის სახით დატოვებული ამ უცნაური "ქანდაკების" გაშიფვრის მიზნით კეთდება? ცეცხლს ნავთზე ასხამს 2013 წელს მაღალი ხარისხით გადაღებული ამ ადგილის კიდევ ერთი ფოტოსურათი. მასზე "სახის" გარდა გარკვევით მოჩანს ეგრეთწოდებული "პირამიდებიც". გარდა ამისა, გაოცებას იწვევს სახის საოცარი სიმეტრია, რომელიც მხოლოდ გონიერ არსებას შეეძლო შეექმნა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ყველა დაფარული ოდესმე მაინც გაცხადდება და რომ ადრე თუ გვიან ეს სახეც გაგვიმხელს თავის საიდუმლოს, თუმცა ეს ალბათ უახლოეს მომავალში არ მოხდება. ისღა დაგვრჩენია, დაველოდით 2033 წელს - თარიღს, როდესაც NASA-ს დაგეგმილი აქვს პლანეტა მარსზე პილოტირებადი ექსპედიციის გაშვება. 1281 15-ს მოსწონს
|