x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
ქეთა თოფურია: არასდროს მეუბნებიან პუტინისთვის ვმღერი თუ ბებიაჩემისთვის

imageქეთა თოფურია რომელიც უკვე კარგა ხანია რუსეთში მოღვაწეობს უკვე მერამდენედ ეხვევა სკანდალში. ბევრ ადამიანს მოსწონს ქეთა თოფურია, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ხალხის ნაწილმა, ის უკვე მოღალატედ აღიარა. ფაქტია მან კარგად იცოდა, როდესაც საბჭოთა არმიას უმღეროდა და უარესიც პუტინს გვერდით უდგა, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი მას ამას არ აპატიებდა და მოღალატის ტიტულს არგუნებდა. რთულია ილაპარაკო იმაზე, რომ მან არ იცოდა ქართველი ადამიანის ხასიათი. ქეთას თქმით მას და მის ჯგუფს პროდუსერი ატყობინებს, რომ კონცერტია რომელზეც უნდა გამოვიდეს, მან არ იცის იქ პუტინი დახვდება თუ ბებიამისი. მას ევალება პროდუსერის ნათქვამს დაემორჩილოს და იმღეროს, ასე შვება ის ყოველთვის, მღერის იქ სადაც ასტუდიოს "შეუკვეთავენ" მან ბევრჯერ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ თავის საქმეს აკეთებს, ის მღერის.ისიც კი განაცხადა, რომ პუტინს რო ჰკითხოთ ომი ვინ დაიწყო იტყვის სააკაშვილმაო, მაგრამ ეს ქართველ ხალხს არ ანაღვლებს რადგან ფაქტი ერთია საქართველო იბომბებოდა და არა რუსეთი. მაგრამ ყველას თავისი მოსაზრება აქვს, ზოგი ამბობს მოღალატეაო, ხოლო ბევრის თქმით ქეთას ძალიან უყვარს საქართველო. როდესაც მას თავისუფალი დრო აქვს აუცილებლად ჩამოდის თბილისში.საქართველოს მთავრობასაც, რომ გადაეხადა ა-სტუდიოსთვის იმხელა თანხა, რაც პუტინმა გადაუხადა, ჩვენთანაც ჩამოვიდოდა ა-სტუდიო და უმღერებდა ქართველ ჯარისკაცებს და სრულიად საქართველოს. თავის განცხადებაში ქეთამ ისიც კი
თქვა, რომ ქართველ ხალხში ბევრი შურიანია და მაგიტომ ამბობს
ჩემზე მოღალატეაო. ამ სიტყვებით ქეთამ ალბათ კიდევ უფრო განარისხა ის ხალხი ვინც ქეთას მოღალატედ თვლის, მაგრამ მისი თქმით მას ეს არ აინტერესებს.

0
438
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0