საბუნებისმეტყველო საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XII - ჰენრიხ მეზღვაური - ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს, თუ ადამიანი, რომელმაც მონებით ვაჭრობის მავნე ტრადიცია დაამკვიდრა ევროპაში 2015, 4 აგვისტო, 10:55 ენრიკე პორტუგალიელი (1394 - 1460), რომელიც უფრო მეტად ცნობილია როგორც ჰენრიხ მეზღვაური, პორტუგალიის მეფის ჟუან I შვილი იყო. მეფის 9 შვილიან ოჯახში, მე-3-ე ვაჟი იყო. ეს ადამიანი “მეზღვაურის" სახელით არის ცნობილი, მაგრამ ზღვაში სულ 3-ჯერ იყო და გემით 600 მილზე ნაკლები ჰქონდა გავლილი. აღმოჩენითაც, განსაკუთრებული არაფერი აღმოუჩენია, მაგრამ დიდი აღმოჩენების ისტორიაში, მისი სახელი მაინც ფიგურირებს. ამ ადამიანის ბედი და საქმიანობა, იმ დროს (XV ს. დასაწყისი) პორტუგალიაში შექმნილამ მდგომარეობამ განსაზღვრა. ჰენრიხ მეზღვაურის მამა, ჟუანი I იყო პორტუგალიის მეფის პედრო I უკანომო შვილი. ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ, პორტუგალიის ტახტზე მისი კანონიერი მემკვიდრე ფერნანდო I ავიდა, რომელსაც მხოლოდ ერთი შვილი, ბიატრისი ჰყავდა. მეფის გარდაცვალების შემდეგ (1383წ.), მისი ერთადერთი მემკვიდრე კასტილიის მეფეს, ხუან I მიათხოვეს, რის გამოც პორტუგალიას კასტილიის პროვინციად გადაქცევა ემუქრებოდა. ამის გამო, დაიწყო ომი გარდაცვლილი მეფის ნათესავებს შორის, რამაც ქვეყანაში ანარქია გამოიწვია. ბოლოს, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ 1385 წ. პორტუგალიელი დიდგვაროვნები შეიკრიბნენ და მეფედ, გარდაცვლილი მეფის უკანონო შვილი, ჟუანი გამოაცხადეს. ეს რომ კასტილიის მეფემ გაიგო, მაშინვე ჯარით შეიჭრა ლისაბონში და ჟუან I ტახტიდან ჩამოაგდო, შემდეგ ჟუანმა შეკრიბა ჯარი, ინგლისელებიც დაიხმარა და კასტილიელები დაამარცხა. იმ დროს კასტილიის მხარეს ფრანგები იბრძვოდნენ. ეს ბრძოლა დაპირისპირებულ მხარეებს შორის კიდევ დიდ ხანს გაგრძელდებოდა, 1390 წ. ხუან I რომ არ გარდაცვლილიყო. მას მემკვიდრე არ დარჩენია ბიატრისისგან, ამიტომ ჟუან I მშვიდ გარემოში, დაპირისპირებისა და ომის გარეშე გააგრძელა პორტუგალიის მართვა. მან ყოველგვარ საომარ მოქმედებაზე თქვა უარი და მთელი ყურადღება ქვეყნის ეკონომიკაზე გადაიტანა. ერთადერთი გამონაკლისი ქ. სეუტი იყო ჩრდ. აფრიკის სანაპიროზე, სადაც 1415 წ. ჟუან I ჯარები გაგზავნე. ამის მიზეზი ის იყო, რომ ქვეყანა რთულ მდგომარეობაში იყო. მას ფაქტიურად, არცერთი მიმართულებით არ ჰქონდა გასაქანი: მის აღმოსავლეთით, კასტილია იყო და მასთან კონფლიქტი აღარ უნდოდა. ხმელთაშუა ზღვის სავაჭრო გზებს არაბები და ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე ქვეყნები აკონტროლებდნენ. ჩრდილოეთში, ჰოლანდიელიბის, ინგლისელების და ფრანგების გავლენის სფეროები იყო, ქვეყნის დასავლეთით - უკიდეგანო ოკეანე. ასე, რომ, დარჩა მხოლოდ სამხრეთის მიმართულება ანუ აფრიკია აღმოსავლეთ სანაპიროები. იმისათვის, რომ პორტუგალიას ამ სანაპირიზე კონტროლი დაეწესებინა, მავრების (მუსულმანი არაბები და ბერბერები) ციხე-სიმაგრე, სეუტი უნდა აეღო. მთავარსარდლად მეფემ თავისი შვილი, ენრიკე დანიშნა და 30 000 კაციანი ჯარით აფრიკაში გაუშვა. პირველი გმირობა ენრიკემ 21 წლის ასაკში ჩაიდინა, როდესაც ქ. სუეტი აიღო. მაგრამ, ყველაზე ფასეული, რაც ამ ომის შემდეგ მან მიიღო, იყო ინფორმაცია, რომელიც მას, მავრებისგან გათავისუფლებულმა ქრისტიანმა ვაჭრებმა მიაწოდეს. მათი თქმით, არლასის მთების იქით, საჰარის უდაბნოს გადაღმა არის პალმებიანი ქვეყანა, სადაც მდინარეს ოქრო მოაქვს, ხოლო ადგილობრივი ბატონები ამ ოქროს გარდა, შავკანიანი მონებითაც ვაჭრობენო. სამშობლოში დაბრუნებული ენრიკე, თავის საგრიშის ციხე-სიმაგრეში, გამუდმებით ვაჭრების მონაყოლზე ფიქრობდა და თავის ფიქრებში, ის იმ ქვეყნამდე, სადაც მდინარეს ოქრო მოჰქონდა, გემით აპირებდა მისვლას, შემდეგ აფრიკის შემოვლას და ქრისტიანულ ეთიოპიასთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარებას, ხოლო შორეულ პერსპექტივაში, ინდოეთისაკე მიმავალი გზის აღმოჩენას გეგმავდა. მისი მოთხოვნით, 1431 წ. ლისაბონის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ასტრონომია და მათემატიკა შეიტანეს, ხოლო 1438 წ. საგრიშის კონცხზე საზღვაო აკადემია დაარსა, რომლის კარი ყველა მსურველისთვის ღია იყო, განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა, რაც იმ პერიოდში, დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, აკადემია ნამდვილ სამეცნიერო ცენტრად იქცა, რომელშიც მეზღვაურების გარდა, კარტოგრაფები და ასტრონომები მუშაობდნენ. სეუტის ციხე-სიმაგრის აღების შემდეგ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. პორტუგალიელები აფრიკის სანაპიროს სამხრეთისკე გაუყვნენ და კანარის კ-ბი და კ. მადეირა ხელმეორედ აღმოაჩინეს (ამ კუნძულების არსებობის შესახებ, ჩრდილო აფრიკელებმა უკვე იცოდნენ. თვითონ ენრიკე, მხოლოდ ექსპედიციების დაგეგმვაში და ორგანიზებაში ღებულობდა მონაწილეობას. სახელმწიფო საქმეებს იმიზეზებდა და ზღვაში არასოდეს გადიოდა. თავისი ცხოვრების მანძილზე, სულ 3-ჯერ იყო ღია ზღვაში. პირველად 150 მილი გაიარა, სეუტამდე რომ მისულიყო და ბოლოს, სიკვდილამდე, ცოტა ხნით ადრე. მისი პირველი კაპიტანი და ექსპედიციის ხელმძღვანელი ჟილ ეანიში იყო, მეაბჯრე და უახლოესი მეგობარი. მაგრამ, ექსპედიციისთვის ხალხის მოგროვება ადვილი არ იყო. მეზღვაურებს ზღვის ურჩხულის ეშინოდათ, რომელიც თითქოს და ბოხადორის კონცხთან ბინადრობდა და გემებს მაგნიტივით იზიდავდა. აფრიკის სანაპირო ზოლი კლდოვანი იყო და აღნიშნული კონცხის სამხრეთით, შუა საუკუნეებში ჯერ არავინ იყო ნამყოფი. თან მეორე პრობლემაც უშლიდა ხელს ექსპედიციის ორგანიზებას. სამხრეთისაკე მიმავალ გემებს, საჰარის დაუსახლებელი სანაპირო უნდა გაევლოთ, ფულიც რომ ჰქონოდათ მეზღვაურებს, ვერც წყალს და ვერც საჭმელს ვერ იშოვიდნენ. ხშირ შემთხვევაში, მათ აყროლებული წყლის დალევა და ფქვილად ქცეული, ჭიანი და მატლიანი პურის ჭამა უხდებოდათ, რასაც ყველა ვერ უძლებდა და გზაში, წყურვილით, შიმშილით და ავადმყოფობით იღუპებოდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, პრინცი ენრიკეს მიერ გაგზავნილმა ექსპედიციის წევრებმა, შეძლეს და 1434 წ. ბოხადორის კონცხს შემოუარეს. სწორედ მაშინ მიიღო ენრიკემ ჰენრიხ მეზღვაურის “ტიტული". კონცხის შემოვლის შემდეგ, ჰენრიხ მეზღვაურის მიერ ორგანიზებულმა ექსპედიციის მონაწილეებმა, სენეგალამდეც ჩააღწიეს. მაგრამ, იქ არ დახვდათ მდინარე, რომლის წყალსაც, ინფორმაციის თანახმად, ოქროს ქვიშა მოჰქომდა. აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ექსპედიციები ძალიან ძვირი ჯდებოდა და 30 წლის მანძილზე არანაირი სარგებლობა არ მოუტანია არც ქვეყნისთვის და არც სამეფო ხაზინისთვის. ამ ხნის მანძილზე, პორტუგალიელებმა რამდენიმე უკაცრიელი კუნძული აღმოაჩინეს ატლანტის ოკეანეში და აფრიკის სანაპიროს დაუსახლებელი ტერიტორიები მოინახულეს და აი, 1443 წ. არგენის სანაპიროებთან, ექსპედიციის მონაწილეებმა, თითქმის შიშველი, ადგილობრივი მეზღვაურები შენიშნეს. დაიჭირეს 30 მეთევზე და ლისაბონში ძალიან ძვირად გაყიდეს. მომდევნო წელს, ისევ არგენის სანაპიროდან ჯერ 165, ხოლო შემდეგ, 235 მონა ჩაიყვანეს პორტუგალიაში. პრინცი ენრიკე, რომელსაც ვაჭრები და დიდგვაროვნები უგუნურ მფლანგველს ეძახდნენ, მაშინვე გმირად იქცა. ამის შემდეგ, დაიწყო ექსპედიციების ორგანიზება აფრიკის სანაპიროებზე, რომლებიც 1-2 გემისგან კი არა, უკვე ათობით გემებისგან შედგებოდა. ყოველ ექსპედიციას, დამფინანსებლისთვის 800%-იანი მოგება მოჰქონდა. XVI საუკუნის დასაწყისისთვის, ევროპაში, 150 000-მდე აფრიკელი მონა იყო გაყიდული, რომლებიც ძირითადად დიდგვაროვნების სახლებში მსახურობდნენ. ხოლო სენეგალის სანაპიროსთან, კ. გორეზე დაარსდა ყველაზე დიდი მონათა ბაზარი, აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელმაც 4 საუკუნის მანძილზე იარსება. რაც შეეხება აღმოჩენებს, პორტუგალიელები იმ ტემპით მიიწევდნენ სამხრეთისაკენ, რა ტემპითაც პოტენციური მონები გარბოდნენ. როგორც კი ხმა გავეცელდებოდა სანაპიროზე თეთრი ადამიანების გამოჩენის შესახებ, ადგილობრივი მაშინვე ტყეში გარბოდნენ, თუ იცოდნენ მათი ჩამოსვლის მიზეზი. ამიტომ, ევროპელები იძულებულები იყვნენ სამხრეთისაკენ, ჯერ კიდევ აუთვისებელი სანაპიროებისკე წასულიყვნენ. თავად ჰენრიხ მეზღვაური მონებით არ ვაჭრობდა, მაგრამ ამ ვაჭრობით მიღებული შემოსავლის ნაწილი სამეფო ხაზინაში ირიცხებოდა, რომლიდანაც მისი ექსპედიციები ფინანსდებოდა. ამიტომ, ის მონებით ვაჭრობაზე თვალს ხუჭავდა და საერთოდ არაფერს ამბობდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მისმა მეზღვაურებმა ვერც აფრიკას შემოუარეს და ვერც ინდოეთისკე მიმავალი გზა აღმოაჩინეს. 313 4-ს მოსწონს
|