x
image
Lerato
შოკისმომგვრელი ჰიგიენური ჩვევები შუა საუკუნეების ევროპაში
image


შუა საუკუნეები ყველაზე სადავო და წინააღმდეგობრივ ეპოქად ითვლება კაცობრიობის ისტორიაში. იმ დროს ჰიგიენას იმდენად განსხვავებულად აღიქვამდნენ, რომ ეს ჩვევები

ნამდვილად იმსახურებს ეკრანიზაციას საშინელებათა ფილმებში.


ღამის ქოთანი საწოლის ქვეშ


image

ცალკე ოთახი უნიტაზით, ამ ეპოქაში, არც კი დაესიზმრებოდათ. ღამის ქოთანს საწოლის ქვეშ ინახავდნენ და მეორე დღისით, დიდ ვედროში ათავსებდნენ, შემდეგ კი ტყეში ან მდინარეში ყრიდნენ ფეკალურ მასას. ასევე, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ ფანჯრიდან აქცევდნენ შარდს.


დაუბანელი ხელები

image

ხელის დაბანა, თუნდაც დღეში ერთხელ, მხოლოდ მე-18 საუკუნეში დაიწყეს, ისიც

ნიდერლანდების მოსახლეობის ზედა ფენის წარმომადგენლებმა. ჩვეულებრივი

მოქალაქეები კი დაუბანელი ხელით ჭამდნენ, რაც ხელს არ უწყობდა მათი სიცოცხლის

გახანგრძლივებას.


წყლის რამოდენიმეჯერ გამოყენება

image

ძალიან იშვითად ბანაობდნენ, დაახლოებით წელიწადში ერთხელ, რადგან სჯეროდათ,

რომ თუ მათ სხეულს წყალი მიეკარებოდა – ეშმაკი ჩაუსახლდებოდათ ან სერიოზულად ავად გახდებოდნენ (ამაში სიმართლის მარცვალი იყო, თუ წყალი დასაბანად იმ მდინარიდან მოჰქონდათ, სადაც ფეკალიებს ყრიდნენ. სხვათა შორის სადილის მოსამზადებლადაც იმავე მდინარის წყალს იყენებდნენ). თუკი ასეთი სასწაული მოხდებოდა და იბანავებდნენ, სუფთა წყლით ამ პროცედურის ჩატარება წარმოუდგენელი იყო, რადგან მთელი ოჯახი ერთი დ აიმავე წყალს იყენებდა.


ტანსაცმელს რეგულარულად არ ირეცხავდნენ

image

ტანსაცმლის გარეცხვა მიღებული იყო წელიწადში ერთხელ, ისიც ძალიან კრიტიკულ

მომენტებში. სარეცხი ფხვნილის ნაცვლად ისინი იყენებდნენ შარდის, ტუტესა და მდინარის წყლის ნაზავს.


ტუალეტის ქაღალდი არ არსებობდა

image

ტუალეტის ქაღალდის საჭიროებას ჯერ კიდევ ქვის ხანის ადამიანი განიცდიდა.

რომაელებს ჰქონდათ ჯოხზე დამაგრებული ღრუბელი კოლექტიური გამოყენებისთვის, ხოლო ევროპაში ხელებით და ფოთლებით შემოიფარგლებოდნენ.


ტკიპები და რწყილები საწოლში

image

სახლები სავსე იყო სხვადასხვა პარაზიტებით. მათ გამრავლებას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა ის სიბინძურე, რომელიც ირგვლივ სუფევდა. ღამე არ ჩაივლიდა ისე, რომ ტკიპს ან რწყილს ერთი-ორჯერ არ ეკბინა მათთვის.

ყვავილოვანი კამუფლიაჟი

image

იმ საშინელი სუნის დაფარვა, რომელსაც ისინი აფრქვევდნენ, მხოლოდ პარფიუმს თუ

შეეძლო. ყველაფერს, რაც რეცხვას არ ექვემდებარებოდა, სუნამოთი ნამავდნენ.

ანტისანიტარია მოდაში იყო

image


ძალიან პოპულარული იყო ვარცხნილობის გაკეთება ბატის ქონით, ეს კი თავის მხრივ

საოცრად უწყობდა ხელს სხვადასხვა სახის პარაზიტების გამრავლებას და დაბინავებას მათ თავში.


ცხოველის ბეწვი სახეზე

image

რთულია ამის დაჯერება, მაგრამ ოდესღაც ქალები ხელოვნურ წარბებს ატარებდნენ,

რომელიც დამზადებული იყო ვირთხის ბეწვისგან.


დაბანა შარდით


image


ამ ეპოქაში შარდს არა მხოლოდ სარეცხის გასარეცხად ხმარობდნენ, არამედ იყენებდნენ
კოსმეტოლოგიაშიც – შარდით ხშირად იბანდნენ პირს.


გაციებას წურბელებით მკურნალობდნენ

image

წურბელებით მკურნალობდნენ როგორც გაციებასა და თავის ტკივილს, ასევე კიბოს.

მკურნალი ექიმები ამით დიდ სარგებელს ნახულობდნენ, მაშინ როდესაც ხალხი სისხლში შეჭრილი ინფექციით იღუპებოდა.



16
3759
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
3759
  
2017, 25 ივლისი, 11:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Lerato-ის კომენტარზე
2015, 21 ნოემბერი, 23:29
რამდენი ხანია ვაპირებ 2-ე ნაწილის დაწერას და თავი ვერ მოვაბი, ვნახოთ... :)
2015, 21 ნოემბერი, 22:56
დაგეწერა ლივ! ვიცინებდიი თუმც ეხლაც ვიცინეე, არქანჯელო ლამბერტის სამეგრელოს აღწერა მაქვს წაკითხული რამდენი ვიცინე, იმაზე ეგ მახსოოვს. ასე რომ არც საქართელოში იყო ბევრად უკეთესად საქმე გლეხებში.
2015, 21 ნოემბერი, 22:39
ეს კიდევ რა არის, დავით. სრულად რომ დამეწერა, ისეთი ფაქტებია ... 3 კილომეტრიანი კომენტარები მოყვებოდა :)) არადა
მე ხომ არ ვიგონებ, რამდენიმე საიტს ვიყენებ სტატიის წერის დროს
2015, 21 ნოემბერი, 20:48
ყველაფერი სწორია აქ! ლივ მაგარი გოგო ხარ, რუსები კიდევ უფრო მძუნაგები და ბინძურები იყვნენ ტან კაი გვიანობამდე, ეკატერინემ დედოფალმა სპეციალური სასჯელიც კი შემოიღო,მეფის სასახლეში იმ ბოიარებს,ან სამეფო კარის მოხელეებს ვინც დაუბანლობისაგან ყარდა,როზგავდნენ ხდა სპეციალური დამსუნბავის პროფესიაც კი იყო, უტყდებოდა ეკატერინეს ევროპიდან სტუმრები რო ჩამოდიოდნენ და ეს რუსი ბოიარები ყარდნენ იქა.
2015, 7 აგვისტო, 13:38
https://en.wikipedia.org/wiki/Fullo ეს ტანსაცმლის რეცხვას რაც შეეხება. http://www.viralnova.com/outdated-hygiene/ ეს პირის დაბანას . კიდევ რა ბევრი რამეა მცდარი? მითხარით და შესაბამისად ლინკებს გამოგიგზავნით. ესეც ზოგადი განათლებისთვისhttp://english.pravda.ru/science/earth/22-01-2008/103574-stench-0/
2015, 7 აგვისტო, 12:25
შარდით პირს არ იბანდნენ თავს იბანდნენ ქალები. წურბელები, ტკიპები, რწყილები სიმართლეა, ხოლო ტანსაცმელს მხოლოდ წყლით რეცხავდნენ და თუ ლაქები ქონდა ტალახითა და წყლით.
2015, 7 აგვისტო, 12:22
დაბანაზე სიმართლეა ისე ბევრი რამე მცდარია მანდ
2015, 4 აგვისტო, 16:09
დიდი მადლობა, ლეელ.
2015, 4 აგვისტო, 15:38
Dzalian,momewona statia
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10