x
image
გიორგი88
როგორი სიმთვრალე აქვს რიანას?
imageსაუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის პირად ცხოვრებაზე არ წყდება.ის მუდმივად ახერხებს სკანდალებში გახვევას. ამჯერად, საუბრის თემად მისი სიმთვრალის გამო იქცა.


ლონდონში, ჯეიზის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ წვეულებაზე, ის უგონოდ დათვრა, რის შემდეგაც ძალიან მალე დატოვა მეგობრები და გაუჩინარდა. მეორე დღეს, კი გაირკვა, რომ მომღერალი ლონდონის ქუჩებში სეირნობდა და ზედმეტი სიმთვრალის გამო სახლში დაბრუნება ვეღარ შეძლო.

"წარმოუდგენელი სიამოვნებაა, როცა დადიხარ ლონდონის ქუჩებში, უსმენ საკუთარ ჰიტებს და არაფერზე ფიქრობ.არაფერი მახსოვს გუშინდელი დღიდან, გარდა იმისა, რომ ლოგინამდე მისვლაში ვიღაც დამეხმარა.ამ "ვიღაცის" ვინაობის გამხელას ნუ მთხოვთ! "_ განაცხადა მომღერალმა.

მანამ, სანამ პოპვარსკვლავი ლონდონის ქუჩებში სეირნობას დაიწყებდა, უამრავი სკანდალი მოაწყო წვეულებაზე.მეორე დღეს კი, ნაბახუსევზე გადაღებული ფოტოები საზოგადოებას თავად გააცნო.


imageimage

0
463
8-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი88
გიორგი88
463