
ბოლო დროს, მედიაში ხშირია საუბარი ანჯელინა ჯოლისა და ჯენიფერ ენისტონის საიდუმლო შეხვედრებზე, თუმცა რას ეხება ეს შეხვედრები არავინ იცის.
სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ბრედ პიტის ყოფილი მეუღლე, ჯენიფერი მისი მეზობელი გახდება. მან სახლი ანჯელინასა და ბრეტ პიტის სახლის ახლოს იქირავა. ამ ამბავმა კი დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. შეუქმნით თუ არა წყვილს ჯენიფერის მეზობლობა პრობლემებს?ეს კითხვა ბევრჯერ დაუსვეს, როგორც ბრედ პიტს, ისე ანჯელინა ჯოლის და ჯენიფერს.

"ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ უნდა მიქმნიდეს ეს დისკომფორტს. აბსოლიტურად გაუგებარია. " _ განაცხადა ჯოლიმ. იმავე აზრზეა მსახიობის მეუღლე, მისი თქმით, მთავრი ის არის, რომ ეს ამბავი ჯოლისთვის არის ჩვეულებრივი და მას არ აღელვებს ეს, ამიტომ თავადაც მშვიდად გრძნობს თავს.
ჯენიფერ ენისტონი კი ამბობს: " გადაწყვეტილება ერთადერთი მიზეზით მივიღე: მაქვს გადაღებები ახალი ფილმისთვის, ამიტომ აუცილებელი იყო ჩემი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამჟამად ეს ადგილი ყველაზე კომფორტული და მისაღები აღმოჩნდა ჩემთვის."

მსახიობი ფილმის სახელწოდებას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მას ძალიან მალე იხილავს მაყურებელი.