x
image
გიორგი88
ჰოლი ბერი პაპარაცების წინააღმდეგ

imageჰოლი ბერი აღშფოთებულია პაპარაცების მუდმივი დევნით.მისი თქმით, ისინი მუდმივად დასდევენ არამარტო მას, არამედ მის 4 წლის გოგონას. ამ ყველაფერმა, კი გაუსაძლისი გახადა მსახიობის ყოველდღიური ცხოვრება. ყველაზე დიდ პრობლემას, კი გოგონას სკოლაში წაყვანა უქმნის, რადგან მას მოსვენებას არ აძლევენ პაპარაცები.


ამასთან დაკავშირებით 45 წლის მსახიობმა განცხადება გააკეთა: "მე აუცილებლად გადავხედავ კანონებს, რომლებსაც გამოვიყენებ პაპარაცების წინაღმდეგ. მათ შეუძლიათ გადამიღონ უამრავი ფოტო მე, მაგრამ ჩემს 4წლის შვილს ნუ დასდევენ. მე შემიძლია ისინი ბავშვის ექსპლუატაციაში დავადანაშაულო. ძალიან მინდა არსებობდეს კანონი, რომელიც დაგვიცავს მე და ჩემს შვილს. მე არ მესმის იმ მსახიობების, რომლებიც თავიანთ პატარა შვილებთან ერთად ჟურნალის ფურცლებზე არიან, ისინი ბავშვებს იყენებენ პოპულარობისთვის. მე კი ეს არმინდა, არ მინდა ჩემი შვილის ნახვა რომელიმე ჟურნალში. ასეთი დევნა ძალიან დიდი დანაშაულია, ჩემთვის პრობლემა გახდა შვილის ბაღში წაყვანა და ეს ყველაფერი აბეზარი პაპარაცების გამო ხდება. "

imageimage

0
161
6-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი88
გიორგი88
161