x
image
მანჩო 777
"მივესალმები "თიბისის" "გამოღვიძებას" - ლევან ღვინჯილია
#წერექართულად – თიბისი ბანკის ახალი წამოწყებაა, რომელიც მიზნად ქართული წერის და ანბანის სხვადასხვა ხელსაწყოებზე, სოციალურ ქსელსა და უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

#წერექართულად კომპანიის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის იდეაა, მან ბანკის თანამშრომლებს შესთავაზა გადაეხედათ შიდა, კორპორაციული მიმოწერისთვის და მათ მოუწოდა დაეწყოთ სრულად ქართულად წერა. ეს ეხება როგორც თანამშრომლებს შორის კომუნიკაციას – წერილებს, შეტყობინებებს, ისე ყოველდღიურ მეტყველებაში დამკვიდრებული უცხო სიტყვების ქართულით ჩანაცვლებას.


image


იდეა ყველამ ერთად აიტაცა. პირველი, ვინც ამ წამოწყებას გამოეხმაურა, თიბისის ოჯახის ხუთიათასამდე წევრი იყო. ყველამ გააქართულა ხელმოწერები და გადმოწერა ქართული შრიფტები მობილურ ტელეფონებში.


"თიბისი" ბანკის მიერ წამოწყებულ ინიციატივას ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე საჯარო სტატუსით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიესალმება ამ წამოწყებას:


image


"მივესალმები "თიბისის" "გამოღვიძებას" ~ ვერ ვიტყოდი – "ინიციატივას", რამდენადაც უკვე ორ წელზე მეტია, ეს "ბრძოლა" სოციალურ ქსელში დაწყებულია... ერთად – ერთი, რაც შემიძლია და, ალბათ, აუცილებელიცაა, ვთქვა, არის ის, რომ ასეთ დროს ჩნდება ხოლმე დილეტანტიზმის საშიშროება. სასურველია სპეციალისტებთან კოორდინირებული საქმიანობა. ტერმინოლოგია სერიოზული სფეროა და აქ მეცნიერული მიდგომა აუცილებელია"- წერს ლევან ღვინჯილია.

0
58
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0