ვერძი

დევიზი – "იარაღი ყოველთვის დატენილი უნდა იყოს!"
საყვარელი წიგნი – თვითშემოქმედება "საკუთარი ბრძნული იდეების ჟურნალი."
საყვარელი საქმიანობა – ჯერ გასროლა, შემდეგ კითხვების დასმა.
იდეალური სამსახური – სექსოპათოლოგი.
საყვარელი გამოთქმა – ამას შენ
მე მეუბნები?
კურო

დევიზი – "რაც ჩემია – ჩემია, რაც შენია – ისიც ჩემია!"
საყვარელი წიგნი – "გაუმაძღარი გურმანი."
საყვარელი საქმიანობა – საუბარი სადილის დროს.
იდეალური სამსახური – მოსამართლე, რომელსაც ხშირად საშინელი განაჩენი გამოაქვს.
საყვარელი გამოთქმა – "რატომ მაიძულებთ რომ თავს დაგესხათ?"
ტყუპები

დევიზი – "შემოვიარო მთელი მსოფლიო!"
საყვარელი წიგნი – "როგორ ვაიძულოთ ყველა, დაგვეთანხმოს ყველაფერში."
საყვარელი საქმიანობა – ნაადრევი დასკვნების გაკეთება.
იდეალური სამსახური – ვაჭრობა.
საყვარელი გამოთქმა – "იმიტომ რომ ასე მინდა!"
კირჩხიბი

დევიზი – "ღრუბლებში ფრენა და ოცნება!"
საყვარელი წიგნი – "წამებულის სახელმძღვანელო."
საყვარელი საქმიანობა – წუწუნი და სლუკუნი.
იდეალური სამსახური – მრჩეველი ყველა ცხოვრებისეულ საკითხში.
საყვარელი გამოთქმა – "და ეს ყოველივე იმის მერე, რაც მე შენთვის გავაკეთე!"
ლომი

დევიზი – "ყველაფერი ჩემებურად იქნება, ესე იგი, ძალიან კარგად!"
საყვარელი წიგნი – "როგორ უნდა დავეუფლო სწრაფად დაშინების ხელოვნებას."
საყვარელი საქმიანობა – ბრძანებების გაცემა.
იდეალური სამსახური – უფროსების უფროსი.
საყვარელი გამოთქმა – "რა ხდება, გეტირა ყოფა!"
ქალწული

დევიზი – "ყველაფრისმცოდნეებსაც ჭირდებათ სიყვარული"
საყვარელი წიგნი – "1001 ნაბიჯი სრულ და საბოლოო ორგანიზებამდე."
საყვარელი საქმიანობა – ნერვიულობა.
იდეალური სამსახური – ეიფელის კოშკის მართვა, პირადად ყველა საფეხურის
შემოწმება დამატებითი კიბის ჩათვლით.
საყვარელი გამოთქმა – "ასე საქმე არ გამოვა!"
სასწორი

დევიზი – "სარკევ, სარკევ მითხარი!.."
საყვარელი წიგნი – "როგორ დავქორწინდე მონა ლიზას ტილოზე."
საყვარელი საქმიანობა – ღიმილი.
იდეალური სამსახური – ყველას მამიდა.
საყვარელი გამოთქმა – "მეორეს მხრივ..."
მორიელი

დევიზი – "თავდაცვის საუკეთესო საშუალება – თავდასხმაა!"
საყვარელი წიგნი – "როგორ გავხდი გულმოწყალე – პროკურორის აღსარება."
საყვარელი საქმიანობა – შემდეგი სვლის გათვლა.
იდეალური სამსახური – მოსამართლე, ჟიურის წევრი.
საყვარელი გამოთქმა – "მე თქვენ გიჩვენებთ სეირს!"
მშვილდოსანი

დევიზი – "იმაზე მეტის ცოდნა, ვიდრე უნდა იცოდე!"
საყვარელი წიგნი – "ერთ წუთში როგორ გავხდე ფილოსოფოსი."
საყვარელი საქმიანობა – ყველასთან ყბედობა, ვინც მოსმენას მოისურვებს.
იდეალური სამსახური – სენატორი – პასუხისმგებელი მეკობრეებზე.
საყვარელი გამოთქმა – "ნუთუ, ეს მე გავაკეთე?"
თხის რქა

დევიზი – "ჩემს სიჯიუტესთან ვერაფერს გახდებით!"
საყვარელი წიგნი – "10 საიდუმლო როგორ მივაღწიოთ მსოფლიო მბრძანებლობას."
საყვარელი საქმიანობა – უფროსობანას თამაში.
იდეალური სამსახური – მილიონერის ფინანსური მრჩეველი.
საყვარელი გამოთქმა –"არასოდეს უნდა იყო მეტისმეტად მდიდარი ან მეტისმეტად ღარიბი."
მერწყული

დევიზი – სიურპრიზი! სიურპრიზი! გაუმარჯოს სიურპრიზს!
საყვარელი წიგნი – "როგორ გავერთოთ და მივიღოთ სარგებელი ჩაძინებული ზღარბებისგან."
საყვარელი საქმიანობა – ყველას თვალებში შევეჩხირო.
იდეალური სამსახური – ანგარში თვითმფრინავების შეყვანა და გამოყვანა.
საყვარელი გამოთქმა – "წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს."
თევზები

დევიზი – "მე მჯერა!"
საყვარელი წიგნი – "საპლანეტაშორისო კუმუნიკაციების სახელმძღვანელო."
საყვარელი საქმიანობა – პირატების აღზრდა და მილიონერების გადარჩენა.
იდეალური სამსახური – პროფესიონალი მტირალა.
საყვარელი ფრაზა – "მე ისე დავიბენი!"