საქართველო ზურაბ ჟვანიას ვაჟსა და გია ბარამიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა? "კვლავ გრძელდება ზურას სახელით სპეკულაცია" 2015, 30 ივლისი, 20:56 გაზეთ "ალიას" მტკიცებით, გრდაცვლილი ზურაბ ჟვანიას ვაჟმა, ბუსა ჟვანიამ გია ბარამიძე სცემა. როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთს, შემთხვევით, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდნენ. გია ბარამიძე კი გარდაცვლილი მეგობრის ვაჟს მამაზე ესაუბრებოდა და ამტკიცებდა, რომ ის ზურას საუკეთესო მეგობარი იყო და მისთვის არასდროს უღალატია. მოზარდი ცდილობდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთილიდერი ჩამოეშორებინა, მაგრამ ამაოდ. როგორც ირკვევა ყველაფერი ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. "ბარამიძის უნამუსობით გაცეცხლებული ბუსა ჟვანია, ამდენი უსამართლობის მოსმენის ფონზე მდგომარეობიდან გამოდის და ბარამიძეს თავ-პირს უერთიანებს. ბუსა ჟვანიას ბარამიძისთვის თავში ისე ჩაურტყამს, რომ სისხლიც კი წამოსვლია. ბოლოს კი სულ პანჩურით გაუგდია ბუსას"-ნათქვამია სტატიაში. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ ადასტურებენ, რადგან მსგავსი ინფორმაცია არ შესულა. მომხდარ ინციდენტს არ უარყოფს ნინო ქადაგიძე-ჟვანია. რაც შეეხება გია ბარამიძეს, ის ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში ეხმაურება: "სახელისუფლებო არხებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჩემი და ჩემი უახლოესი მეგობრისა და ლიდერის შვილთან, (რომელიც ჩემს თვალწინაა გაზრდილი) ბუსასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ისევე როგორც ზურას ოჯახის სხვა წევრებთან (რომლებიც პირველყოვლისა, არიან ზურას გარდაცვალებით გულმოკლულები) დაპირისპირება არასდროს მქონია და არც მექნება. მე ზურას საქმესთან დაკავშირებით პირველყოვლისა ის მაღელვებს, რომ კვლავ გრძელდება ზურას სახელით სპეკულაცია და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა. მეც და ზურას სხვა მეგობრები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზურას ხსოვნას მომავალში შესაბამისი პატივი მიეგოს." 534 3-ს მოსწონს
|