x
image
მანჩო 777
ზურაბ ჟვანიას ვაჟი გიორგი ბარამიძეს ფიზიკურად გაუსწორდა?

რამოდენიმე საათის წინ ქართულ მედიასივრცეში გაჟღერდა განცხადება, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ვაჟმა ბესარიონ ჟვანიამ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი და მამის მეგობარი გია ბარამიძე სცემა.
როგორც ამბობენ, შემთხვევა ბათუმში ერთ-ერთ კაფეში მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ გია ბარამიძემ ბესარიონ ჟვანიას უთხრა, რომ ზურას სულთან მართალია, ექსპრემიერის ვაჟმა კი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მამის მისამართით გაკეთებული განცხადებები გააპროტესტა, რასაც შემდეგ ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
აღნიშნულს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა საჭირო გახდა თუ არა სიტუაციაში სამართალდამცველების ჩარევა, უცნობია. შსს-ში აცხადებენ, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა.


image


ამ ინფორმაციას დეპუტატი გია ბარამიძე გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, სადაც ამბიბს, რომ ზურას ოჯახის წევრებთან დაპირისპირება არასდროს არ ჰქონია და არც ექნება“. გთავაზობთ გია ბარამიძის სტატუსს უცვლელი სახით:


„სახელისუფლებო არხებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჩემი და ჩემი უახლოესი მეგობრისა და ლიდერის შვილთან, (რომელიც ჩემს თვალწინაა გაზრდილი) ბუსასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ისევე როგორც ზურას ოჯახის სხვა წევრებთან (რომლებიც პირველყოვლისა, არიან ზურას გარდაცვალებით გულმოკლულები) დაპირისპირება არასდროს მქონია და არც მექნება. მე ზურას საქმესთან დაკავშირებით პირველყოვლისა ის მაღელვებს, რომ კვლავ გრძელდება ზურას სახელით სპეკულაცია და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა“.-წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.

0
2003
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2003
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0