x
image
გვანცა1234
"ჩემი გამარჯვება რეალური იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა'' - სოფო ბედიას პასუხი თაკო გაჩეჩილაძეს

პროექტი ''ერთი ერთში'' სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა დღემდე საუბრობენ, რომ გამარჯვებულ თაკო გაჩეჩილაძეს დანარჩენმა მონაწილეებმა გამარჯვება არ მიულოცეს. ოთო ნემსაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება და თქვა: „ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი და
ეხლა უბრალოდ არ შეიძლება გაჩუმება, პირველ რიგში არვის საწინააღმდეგო
არაფერი არ მაქვს და ვინც მიცნობს იცის რასაც ვფიქრობ ზოგადად ჩემს
კოლეგებზე და მითუმეტეს ინტრიგანი და შურიანი ადამიანი ნამდვილად არ ვარ.
პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ საერთოდ არანაირი კომენტარის გაკეთების
სურვილი არ მაქვს ჯერჯერობით ამ კონკურსზე რომელიც ცოტა ხნის წინ
დამთავრდა, მაგრამ არ შევეგუები ცილისმწამებლურ და ათასნაირ მოგონილ
ისტორიებს, ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა არც ამ შოუთი დაწყებულა და არც აქ
არ დამთავრდება. მინდა ყველამ იცოდეს და თუ ვინმეს სურვილი აქვს გადაახვიოს
და ნახოს, რომ მე ჩემს კოლეგას, მართლაც რომ ერთ-ერთ საუკეთსო მომღერალს
თაკო გაჩეჩილაძეს სცენაზევე მივულოცე და დღესაც და ცხოვრების ბოლომდეც
ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას. რაც შეეხება სცენაზე დგომას, ნამდვილად არ
გავჩერდებოდი იმ სცენაზე სადაც ფინალში მიკროფონი მეთიშება და სადაც
ნამდვილად ის აურაა რომელში ყოფნასაც არც ერთ ჩემს კოლეგას არ ვუსურვებ.
ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ შეურაცხმყოფელი კომენტარებისაგან და დატკბით
ცხოვრებით წარმატებები ყველას და მადლობა უამრავ ადამიანს რომელიც არა
მარტო ამ სამი თის განმავლობაში არამედ მთელი ცხოვრებაა ჩემს გვერდით
არიან. მიყვარხართ და მეამაყებით''
სოფო ბედიამ კი ცოტა ხნის წინ მსგავსი განცხადება გააკეთა: „როგორც
კი გამოაცხადეს, გამარჯვებული თაკო იყო, ავდექი, ჩავეხუტე და მივულოცე. ის
ისეთი ბედნიერი იყო ალბათ არ ახსოვს! მე გულით მივულოცე! პირადად
არავისთან არ მქონია დაძაბულობა! ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს!
ყველას
გვინდოდა გამარჯვევა! მათ შორის მეც და ამისთვის ვიყავი შემზადებული. ცხრა
კონცერტის ლიდერი ვიყავი და ძალიან რეალური იქნებოდა, ჩემი გამარჯვევა,
მაგრამ ეს ასე არ მოხდა“.image

0
510
10-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0