საზოგადოება „ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მძღოლმა გულღვიძლიდან აგინა ივანიშვილს და ღარიბაშვილს ცოლ-შვილი“ - რევაზ შატაკიშვილი 2015, 26 ივლისი, 11:31 ყველამ კარგად ვიცით, თუ რა სიტუაციაა თბილისის სამარშრუტო ტაქსებში... გადაჭედილ ტრანსპორტში მგზავრობა ისედაც აუტანელია, გაუსაძლისი სიცხე კი ორმაგად აწუხებს გაუთავებელ საცობებში მდგომ სამარშრუტო ტაქსების მგზავრებს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებმა არაერთგზის გააკეთეს განცხადება, რომ სამარშრუტო ტაქსებში დაყენებული კონდიციონერები სრულ წესრიგშია და მგზავრები ვალდებული არიან მძღოლს მისი ჩართვა მოთხოვონ ( ზოგიერთ სამარშრუტო ტაქსში ეს განცხადება თვალსაჩინო ადგილასაა გამოკრული), ყველა ჩვენგანს ჰქონია არაერთი შემთხვევა, როცა მძღოლი კონდიციონერს არ რთავს და მგზავრებს უცხადებს, კონდიცონერი გაფუჭებულია და ამიტომ ვერ ვრთავო. სწორედ ასეთ ფაქტის მოწმე გახდა რეჟისორი რევაზ შატაკიშვილი, რომელიც თბილისში სამარშრუტო ტაქსში მომხდარს სოციალურ ქსელ Facebook-ში ჰყვება:
630 10-ს მოსწონს
|