საზოგადოება “ბევრს ნუ იტლიკინებთ… ყველაფერს ვიტყვი” – სოსო ჯაჭვლიანი "ქართულ ოცნებას" ემუქრება 2015, 26 ივლისი, 9:04 რამოდენიმე დღის წინ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მომხდარი კურიოზული და კომიკური შემთხვევა ცნობილი თუ არაცნობილი ქართველების ფართო განსჯის საგანი გახდა და ლამის მთელი სოციალური ქსელი დაიპყრო. ჯაჭვლიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს დამცინავი კრიტიკა მოჰყვა არამარტო ოპოზიციონერი პარლამენტარების, არამედ "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრის მხრიდანაც. როგორც ჩანს, ჯაჭვლიანი გაანაწყენა ამ კრიტიკამ და მწვავე განცხადება გააკეთა, სადაც "ქართულ ოცნებას ემუქრება: “ზოგიერთი წევრი იუმორზე აცრილი ყოფილა. თუ მათ რაიმე პრობლემა აქვთ, მოვიდნენ და მკითხონ, რატომ გავაკეთე ეს განცხადება. ამ გუნდის პრობლემა სწორედ ისაა, რომ ისინი ასე გაგწირავენ, შარშანდელი თოვლივით დაგივიწყებენ. "ქართული ოცნების" გუნდის პრობლემა არაგუნდურობაა. სასირცხვო არაფერი მჭირს. სასირცხვო სხვას სჭირს. ყველამ პირი მოკუმონ. სხვის საქმეებში ნუ ერევიან. ბევრს ნუ იბლატავებენ. მერე ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი, იცოდეთ. მომავალშიც არაერთი განცხადება გაკეთდება. საერთოდ იცოდეთ, ყველაფერს დაფიქრებით ვამბობ და ბოლომდე ვაწვები, ” – წერს სოსო ჯაჭვლიანი. 1253 13-ს მოსწონს
|