x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი VIII - რა არის სული, რისთვის ცხოვრობს ადამიანი და რა გველის სიცოცხლის შემდეგ?

გაგრძელება

ჰერმესი


დიდმა ეგვიპტელმა ბრძენმა, სახელად ტოტმა, რომელსაც ბერძნები ჰერმესს ეძახდნენ, მსოფლიო წარღვნის წინ, მოასწრო და ჩაწერა თავისი მოსაზრებები ცოდნის ყველა დარგის მიმართულებით (მედიცინა, ქიმია, იურისპრუდენცია, ასტრონომია, მუსიკა, რიტორიკა, მაგია, ფილოსოფია, გეოგრაფია, მათემატიკა (განსაკუთრებით გეომეტრია), ანატომია და ორატორის ხელოვნება). იმისათვის რომ ეს ინფორმაცია არ მოხვედრილიყო უღირსი ადამიანების ხელში, მან ტექსტი დაშიფრა: “მომავალი თაობის ბრძენები

იპოვიან საშუალებას და გაშიფრავენ ჩანაწერებს, ხოლო სულელები ვერაფერს გაიგებენ"- ამბობდა ჰერმესი. მოგვიანებით, ამ ჩანაწერებს, ავტორის საპატივცემულოდ, ხალხმა ჰერმეტულები უწოდა, რაც “დაკეტილებს" ნიშნავს. ამ წიგნებს ჩვენამდე არ მოუღწევია.

მაგრამ, ძველ დროში და შუა საუკუნეებში, ახსენებდნენ წიგნებს, ამბობდნენ ციტატებს და აფორიზმებს, რომლის ავტორადაც, ჰერმესს მოიხსენიებდნენ. მაგ., კლიმენტ ალექსანდრიელი (140 - 215 წწ.) ამბობდა, რომ მას წაკითხული ჰქონდა ჰერმესის 42-ვე მონუსკრიპტი. ის აღნიშნავდა, რომ ამ ნაშრომებში უამრავი თემა იყო განხილული, ყველაზე უმთავრესი კი ის იყო, რომ ჰერმესმა პასუხი გასცა კითხვაზე, რომელიც

კაცობრიობისთვის ხანგრძლივი დროის მანძილზე, ამოუხსნელ საიდუმლოს უკავშირდებოდა: რა არის სული და რისთვის ცხოვრობს ის დედამიწაზე?


“და აი ჰერმესის მთავარი სიტყვები: სული ეს არის სინათლე, რომელიც საფარის ქვეშ იმალება. როდესაც ამ სინათლის წყაროს ყურადღებას არ აქცევენ და არ ზრუნავენ მასზე, ის ნელ-ნელა მინელდება და ბოლოს საერთოდაც ქრება. ხოლო თუ ვიზრუნებთ სინათლეზე, დავუმატებთ ზეთს, ლამპარი მარადიული ალით დაიწყებს ნათებას - წერდა კლიმენტი. - და მაინც რისი თქმა უნდოდა ჰერმესს ამ იგავით? - სვამს კითხვას ის და იქვე განმარტავს: იმისი თქმა უნდოდა, რომ ადამიანი იმისთვის ცხოვრობს,

რომ მის სულში სინათლე ენთოს და მხოლოდ მაშინ ცხოვრობს ნამდვილად, როდესაც მის სულში ღმერთისადმი და ხალხისადმი სიყვარულის ლამპარი ანთია. ამ სიყვარულის სახელით, გაკეთებული კეთილი საქმეები კი ზეთის დამატებას ნიშნავს ლამპარში - ასე უპასუხა ჰერმესმა კითხვაზე, თუ რისთვის ცხოვრობს ადამიანი ამ ქვეყანაზე."


სულის სინათლე


ჰერმესი ასევე გვატყობინებს, თუ რა ელით ადამიანებს სიცოცხლის შემდეგ: “ის რაც მაღლა არის, იმის მაგვარია რაც დაბლა არის." რაც იმას ნიშნავს, რომ სიყვარული - ეს არის ღმერთების სამყაროს მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ზეცაში მდებარეობს, ხოლო საშინელ ქვესკნელში სიყვარული არ არის!


გაგრძელება იქნება


1
723
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
723
  
2018, 17 სექტემბერი, 9:21
ამ საიტზე ყველაზე მაგარი ავტორი ხარ, ყველაზე საინტერესო სტატიებით :) ჩემს თვალში ეგრეა და... :)
0 1 1