x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი VI - ამერიკის აღმოჩენის რეალური ისტორია

გაგრძელება

ამერიკის აღმოჩენა


დღეს ჩვენ შეგვიძლია ჩავსხდეთ თვითფრინავში და დედამიწის ყველაზე შორეულ წერტილში გავემგზავროთ და რატომღაც დარწმუნებული ვართ, რომ ძველი ადამიანები არ მოგზაურობდნენ და საერთოდ საკუთარი ქვეყნის საზღვრებს არ ტოვებდნენ. მაგრამ, ეს ასე არ იყო. ადამიანები, ყველა დროში, ცდილობდნენ გაეგოთ, ის თუ რა ხდებოდა

ჰორიზონტს მიღმა. მათ ხან ცნობისმოყვარეობა ამოძრავებდათ, ხან ცდილობდნენ

ვაჭრობით გამდიდრებულიყვნენ და შორეულ ქვეყნებში მიდიოდნენ საქონლის

შესაძენად, ზოგიც მეკობრეობდა და სხვების ძარცვით ირჩენდა თავს. იყო შემთხვევები, როდესაც შორეულ ქვეყნებში მიდიოდნენ საკუთარი ძალების გამოსაცდელად.


დღეს გეოგრაფიის და ისტორიის სახელმძღვანელოებში წერია, რომ ამერიკა ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა. მაგრამ, სამხრეთ ამერიკაში აღმოაჩინეს პატარა ზომის, უძველესი ქანდაკებები, რომლებიც გამოსახავენ დედამიწის ყველა რასის და ეროვნების

წარმომადგენლებს, მათ შორის კავკასიელებსაც. ფიგურების მიხედვით, თუ

ვიმსჯელებთ, მივხვდებით, რომ ამერიკის მიმართულებით, ატლანტის და წყნარ

ოკეანეში, ყოველთვის დაცურავდნენ გემები და ამერიკას აღმოსაჩენი არაფერი ჰქონდა,

რადგან, არასოდეს ყოფილა დაკარგული.


ამერიკის აღმოჩენა


მაგ.: ეგვიპტის ფარაონი რამზეს II რეგულარულად იღებდა ცენტრალური ამერიკიდან

სიგარებს და მსუბუქი ნარკოტიკებს. ხოლო ბერძენი მწერალი ფეოპომპი (დაიბადა ძვ.წ.აღ. 380 წ.) წერდა: “ევროპა, აზია და ლიბია (ძველებურად აფრიკა) - არის

კუნძულები, რომელსაც ოკეანე არტყავს, ხოლო მის მიღმა არის დიდი კონტინენტი,

რომელიც ერთი ბოლოდან მეორემდე ძალიან შორ მანძილზე არის გადაჭიმული. რადგან იმ დროს, როდესაც ძველი ბერძნები ცხოვრობდნენ, ატლანტიდა აღარ

არსებობდა, გამოდის, რომ არ ტექსტში ნახსენები, ოკეანის გადაღმა, კონტინენტი არის

ამერიკა.

ხოლო ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი არისტოტელე წიგნში “საოცარი ისტორიები"

წერდა: “ამბობენ, რომ ჰერაკლეს სვეტების (გიბრალტარის სრუტე) გადაღმა,

კართაგენელების მიერ ნაპოვნი იყო კუნძული, რომლის ტყეებში ყველანაირი ხეები

იზრდებოდა და შესანიშნავი ხილი იყო. იქ იყო სანავიგაციო მდინარეები, ხოლო

კუნძული ბევრი დრის სავალზე იმყოფება. როდესაც კართაგენელებმა დაინახეს იქ

ვაჭრები და სხვა ადამიანები, რომლებიც ნაყოფიერმა მიწებმა ჩაიყვანა ამ ადგილზე,

დაიწყეს ამ ადგილების ხშირად სტუმრობა, ხოლო ზოგიერთები საერთოდაც იქ

დასახლდნენ. მათ ეშინოდათ, რომ ამ კუნძულის შესახებ სხვა ხალხებიც გაიგებდნენ

და დიდი გადმოსახლება დაიწყებოდა, ხოლი კართაგენის იმპერია ზარალში

ჩავარდებოდა. ამიტომ, გადაწყვიტეს ახალი აღმოჩენა საიდუმლოდ შეენახად.

არესტოტელეს შემდეგ, ამერიკის შესახებ, საუბრობდა ანტიკური სამყაროს ყველაზე ცნობილი ორატორი, ციცერონი. მისი თქმით, რომაელებმა ამერიკის არსებობის შესახებ არაბებისგან გაიგეს, კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე, 450 წლით ადრე.

და მაინც როგორ აღმოაჩინეს კართაგენელებმა ამერიკა?

XVII საუკუნეში ესპანელი მეცნიერი მარიანუს დე ორსელარა, მონუსკრიპტებზე

დაყრდნობით წერდა, რომ ფინიკიელებმა ამერიკა ძვ. წ. აღრ. 371 წ. აღმოაჩინეს. იმ დრის რომსა და კართაგენს შორის ომი იყო გაჩაღებული. კართაგიენელების ნაწილმა

იგრძნო რა, მოსალოდნელი დამარცხება, ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ზოგიერთი მათგანი ევროპაში სპეციალურად დაბრუნდა ხმის გასავრცელებლად, რომ

თითქოს, მათი თანამემამულები მთლიანად დაიხოცნენ. მხოლოდ ასეთი ხმების

გავრცელების შემდეგ, შეეძლოთ ახალ მოსახლეებს, მშვიდად ცხოვრება ამერიკაში. ამ მოვლენის შესხებ ესპანელი ისტორიკოსი წერდა: “ამ ხმების გავრცელების შემდეგ, კართაგენის სენატმა გადაწყვიტა საიდუმლოდ შეენახა ინფორმაცია ამერიკის აღმოჩენის შესახებ, რათა ხანგრძლივი ომით დაღლილი ხალხი, კართაგენიდან ახალ აღმოჩენილ მიწებზე არ გადასულიყვნენ. ხოლო ისინი, ვინც ამბავი მოიტანეს ახალი მიწების შესახებ, სიკვდილით დასაჯეს".

თუ არისტოტელე და ორსელარი სიმართლეს წერდნენ და კართაგენელები მართლაც დასახლდნენ ამერიკაში მაშინ იქ რაღაც კვალი უნდა დაეტოვებინათ და კვალი დარჩა კიდეც. ერთ-ერთ საფლავში, რომელიც კოლუმბამდელი პერიოდით არის დათარიღებული, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რომაელი მებრძოლის ქანდაკების თავი, რომელიც ძვ.წვ.აღ. II საუკუნეს ეკუთნოდა.

ჩრდილო აფრიკელები ამერიკაში დასახლების შემდეგ, არ შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას. მათ შექმნეს სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ინკების იმპერიას ვეძახით. ამ იმპერიის დედაქალაქი კუსკო დღემდე არსებობს და მის თავზე დღესაც ფრიალებს ინკების შვიდფერიანი დროშა.

ის რომ ინკების იმპერია მართლა კართაგენელებმა შექმნეს იმით მტკიცდება, რომ კონტინენტის მკვიდრი მოსახლეობა ინკებს უცხო მიწებიდა მოსულებს უწოდებდნენ და იმასაც აღნიშნავდნენ, რომ ისინ სულ სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ და შედარებით ღია კანის ფერითაც გამოირჩებოდნენ. ინკები სხვა ტომების წარმომადგენლებთან ურთიერთობას ერიდებოდნენ და ქორწინებაც მხოლოდ ინკებს შორის იყო დაშვებული. ისინი, ისევე როგორც კართაგენელები, მხოლოდ ერთ ღმერთს - მზეს აღიარებდნენ და მას თავიანთ ზეციურ მამად მიიჩნევდნენ.


გაგრძელება იქნება

0
715
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
715
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0