x
image
გვანცა1234
ჰომოსექსუალი ვარსკვლავები და მათი პარტნიორები

ჰომოსექსუალიზმი არატიპიური სექსუალური ქცევაა, რომელიც გულისხმობს სუბიექტის მიერ (როგორც ქალის ასევე მამაკაცის) ლტოლვას, მსგავსი სქესი პიროვნების მიმართ. დღესდღეობით მსოფლიოში უამრავი ცნობილი ადამიანია, რომელიც აღიარებს თავის განსხვავებულ ორიენტაციას და სერიოზული ურთიერთობაც აქვს დამყარებული. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჰომოსექსუალ ვარსკვლავებს და მათ პარტნიორებს.

ლინდსი ლოჰანი და სამანტა რონსონი
ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობის, ლინდსი ლოჰანისა და სამანტა რონსონის ურთიერთობა ყველასათვის მოულოდნელი და გასაკვირი სიურპრიზი იყო, რადგან პოპულარულ ლინდსის აქამდე არასოდეს ჰყოლია თავისი სქესის პარტნიორი. სკანდალური წყვილი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამო ხშირად ეხვეოდა გაუგებრობაში, ამიტომ საბოლოოდ ისინი დაშორდნენ.imageელტონ ჯონი და დევიდ ფერნიში
დიდი ხნის შეყვარებულებმა - ელტონ ჯონმა და დევიდ ფენიშმა, თავიანთი სიყვარული ოფიციალურად 2005 წლის 21 დეკემბერს დააკანინეს, მაშინათვე, რაც ბრიტანეთში ერთსქესიანთა ქორწინება იქნა დაკანონებული. მათი ქორწილის ცერემონია 2 მილიონი დოლარი დაჯდა და ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად იქნა შეფასებული. სულ ახლახან კი წყვილს სუროგატი დედისგან შვილი გაუჩნდა. ბიჭი, სახელად ზაჰარი, ჯექსონ ლივონ ფერნიშ-ჯონი, 62 წლის ელტონისა და 48 წლის დევიდის პირველი შვილია.imageნილ პატრიკ ჰარისი და დევიდ ბარტკა
ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და რეჟისორი ნილ პატრიკ ჰარისი ქორწინებაშია დევიდ ბარტკასთან. მან ჯერ კიდევ 2006 წელს აღიარა თავისი ორიენტაცია და განაცხადა, რომ საერთოდ არ სრცხვენია, პირიქით, ამაყობს საკუთარი ორიენტაციით და თავისი პარტნიორით. 2010 წელს წყვილს სუროგატი დედისგან ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა. imageტომ ფორდი და რიჩარდ ბაკლი
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცნობილ დიზაინერ ტომ ფორდს და რიჩარდ ბაკლს 27 წლიანი ურთიერთობა ჰქონდა, რის შემდეგაც მათ ქორწილი გადაიხადეს და თავიანთი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს. 2012 წლის ოქტომბერში სუროგატმა დედამ მათ გაუჩინა ბიჭი, რომელსაც დაარქვეს ალექსანდრ ჯონ ბაკლი ფორდი. imageელენ დე ჯენერესი და პორშა დე როსი
ელენ დე ჯენერისი ამერიკის ყველაზე ცნობილი ლესბო-კერპი, პოპულარული და საყვარელი ტელეწამყვანია, რომელიც სრულიადაც არ მალავს თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას. ის ქორწინებაშია მსახიობ პორშა დე როსისთან. მათ 2008 წელს იქორწინეს.image

1
735
12-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
735
  
0 1 1