საქართველო მაინც რა არის "იბიარდი", სადაც სოსო ჯაჭვლიანი ვერასოდეს იქნება, რადგან ერთგული მეუღლეა 2015, 23 ივლისი, 8:01 პარლამენტში მომხდარ კომიკურ სიტუაციაზე ლამის მთელი საქართველი ლაპარაკობს. თავისი გამოსვლის დროს სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ "იბიარდზე" ვერასოდეს ივლის, რადგან ერთგული მეუღლეა. აი, მისი განცხადების პერიფრაზრება:
"ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, რომ ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას ქალბატონო ეკა? იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები, მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა იბიარდზე 10 წლის განმავლობაში, ეს ეტყობა ქვეყანას. ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია და ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება მოვახერხოთ". სიტყვამ "იბიარდი" არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და პარლამენტარებში მხიარული განწყობილება შექმნა. მაინც რა არის "იბიარდი", რომელიც ჯაჭვლიანს, სავარაუდოდ, სიტყვა "ბორდელში' აერია. EBRD - იგივე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც 1991 წელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმის დაცემის საპასუხოდ დაარსდა, რათა ხელი შეეწყო ამ სახელმწიფოებში კერძო სექტორის განვითარებისათვის დემოკრატიულ გარემოში. ამჟამად ბანკი ეხმარება 27 ქვეყანას აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ჩათვლით. ძირითადი მიზანია დაეხმაროს ქვეყნებს, თანმიმდევრულად გადავიდნენ საბაზრო ეკონომიკაზე. თავისი ფულის ინვესტირების გარდა, ბანკი ახდენს დიდი რაოდენობით უცხოური ინვესტიციის მობილიზაციასაც ქვეყნებისთვის. ბანკის დახმარება გაიცემა სესხების სახით უმეტესად ფინანსებში, ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე. კერძო სექტორის გარდა, ბანკი მუშაობს აგრეთვე სახელმწიფო სექტორშიც და ხელს უწყობს პრივატიზაციის პროცესს, სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი კომპანიებისა და მუნიციპალური სამსახურების რესტრუქტურიზაციას. ბანკის ინვესტიციებს თან ახლავს ტექნიკური დახმარების პროგრამები, რომელთა მიზანია ხელი შეუწყონ ქვეყანას გარდამავალ პერიოდში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის დონეებზე. ბანკის კაპიტალი შეადგენს 20 მილიარდ ევროს. ასე რომ, სოსო ჯაჭვლიანის განცხადება, "ამ ზაფხულს იბიარდიზე მინდა დასვენება, ნატო უნდა გავაოცო ჩემი პანორამით" - "ფეისბუქზე" ხუმრობის საბაბი გახდა: ჩიორა თაქთაქიშვილი - სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლას მოუსმინეთ ბოლომდე, ახლახანს გამოვიდა. სიურეალიზმის ახალი მწვერვალი დაიპყრო. ირაკლი ტაბლიაშვილი - წამო, წამო იბიარდზე, იბიარდზე ჯაჭვლიანი. დათო ლიკლიკაძე - იბიარდთან, (თუ ის არის იბიარდი, რაც მე მგონია) მე სიამოვნებით დავწვებოდი. დათო გორგილაძე - პარლამენტში, სოსო ჯაჭვლიანის ადგილზე რომ ყავის აპარატი იდგეს, ქვეყანა ბევრად წინ იქნება. ზვიად ხორგუაშვილი - EBRD-ზე ყველა კაცი დადის, მაგრამ ისე უნდა გააკეთოს, რომ ცოლმა არ გაიგოს. გიორგი ჩინჩალაძე - ამ ზაფხულს იბიარდიზე მინდა დასვენება, ნატო უნდა გავაოცო ჩემი პანორამით ირა ჭელიძე - ეს უნდა დავაძინოთ.. ჰუმანური მოსაზრებებიდან. კობა სუბელიანი - ერთი თვის წინ შემითანხმა - ამის თქმას ვაპირებ, შენ არ გეწყინოსო. რა უნდა მეწყინოს, მიდი შეუბერე-მეთქი და მართლა შეუბერა. ზაზა ბიბილაშვილი - ეს რომ ჰყავს შემოხაზული და დღეს რომ პოლიტიკა აღარ აინტერესებს, აი ის ხალხი.. ირაკლი გაფრინდაშვილი - აუ NATO-ზე რას ფიქრობს წარმომიდგენია. გოგა ხაჩიძე - ”ბაღში ვარდები, შემიყვარდები, აღარ მექნება - იბიარდები”. (ხალხური) ნიკა მელია - ასეთი სიტყვა ალბათ მსოფლიო პარლამენტარიზმს არ ახსოვს. ამ კაცმა არჩევნებზე 60 000 ხმა აიღო და დღეს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატია.. და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ სახუმაროდ სულაც არა გვაქვს საქმე ჩვენი პარლამენტარების მსჯელობის შემყურეებს. სამწუხაროა, რომ მათ ქვეყნის და მოსახლეობის ბედი ნაკლებად აღელვებთ. მართლაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! 3644 14-ს მოსწონს
|