x
image
მანჩო 777
“ყველას მოვუყვები, რატომ გაგაგდეს საკუთარი ქვეყნიდან” - ბორის ფილატოვი მიხეილ სააკაშვილზე
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ბორის ფილატოვი ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფისათვის სასამართლოთი ემუქრება. ამის შესახებ ბორის ფილატოვი სოციალურ ქსელში წერს:


„შენ პასუხს აგებ იმაზე, რომ მე ბანდიტი მიწოდე. მე კონკრეტულ ფაქტებს მოვიყვან. ყველას მოვუყვები, რატომ გაგაგდეს საკუთარი ქვეყნიდან – ეს მოხდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისთვის, გაუპატიურებული პატიმრებისთვის და შენი გატაცების გამო ფსიქოტროპული საშუალებებით, რომლებიც გონებას აღაგზნებს“, – წერს ფილატოვი.


image


შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახული იყო უკრაინის სახალხო დეპუტატის ბორის ფილატოვისა და ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შელაპარაკება. შემთხვევა ჩერნიგოვში, უზენაესი რადას შუალედური არჩევნების დაწყების ფონზე მოხდა. ფილატოვი თავდაპირველად "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატობის კანდიდატს სერგეი ბერეზენკოს დაუპირისპირდა და ამომრჩევლების მოსყიდვასა და მათთვის ფულის დარიგებაში დაადანაშაულა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილს გადასწვდა და მას პოლიტიკური კაპიტალის განიავებაში დასდო ბრალი.


გაღიზიანებულმა მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხრივ, ფილატოვს რეკეტიორი, მარადიორი და გაბღენძილი ნაძირალა უწოდა.



3
1897
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1897
  
2015, 24 ივლისი, 13:23
magis fani nagdad ara var mara exlandeli saqartvelos mtavroba xo gyavt saocnebo xalxi, cota xanshi somalis mosaxleobas dagamgvanebt.
2015, 24 ივლისი, 12:59
ნეტავ ეს უკრაინელები ასეთი უჭკუოები არიან? :(
2015, 24 ივლისი, 12:36
Vaimeee, ramdeni qveyana unda dagupos saakashvilma netav?!
0 1 3