სკანდალი! "მე ბოზებში არ დავდივარ"-სოსო ჯაჭვლიანი ოჯახის დანგრევის მცდელობაში ეკა ხერხეულიძეს ადანაშაულებს
2015, 22 ივლისი, 21:07
სულ ცოტა ხნის წინ კომიკური და ამავე დროს სამარცხვინო ფაქტი დაფიქსირდა საქართველოს პარლამენტში. მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატია კოლეგასა და საპარლამენტო უმცირესობის წრმომადგენელს, ეკა ხერხეულიძეს ოჯახის დანგრევი მცდელობაში ადანაშაულებს. "მინდა მოგახსენოთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გვენატრება რუსეთი... კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ გვენატრება 37-მანეთიანი ბილეთები და 10-მანეთიანი ბოზები. ბატონო კაკო, ის 37 მანეთი ჩემთვის მაშინაც და ახლაც 500-ევროიანი იყო, მსყიდველობით ვანგარიშობ. მე ბოზებში არასოდეს დავდიოდი არც მაშინ და არც ახლა, ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა, მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის თუ ვინმე ლამაზი ცნობილი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან მაქვს ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა ძალიან გაწუხებთ თქვენ ასეთი საკითხები. აი, მაგალითად ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ბრძანა რამდენიმე თვის წინ, პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? მე იბიარდზე ვერასოდეს ვიქნები, მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ იბიარდზე 10 წლის განმავლობაში. ეს იბიარდობა ეტყობა ქვეყანას, ამიტომ, ნა-იბიარდ-ები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია და ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ"-განაცხადა ჯაჭვლიანმა.
როგორც ჩანს, დეპუტატს იბიარდის შესახებ არც არაფერი სმენია და მეტიც, ის უწმაწური სიტყვა ჰგონია. იბიარდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ((European Bank for Reconstruction and Development, EBRD) წარმოადგენს საინვესტიციო მექანიზმს, რომელიც 1991 წელს შეიქმნა.