მშობლებმა შვილების უკეთ განვითარებისათვის საჭიროა მსუბუქ ფსიქოთერაპიაზეც
იზრუნონ. ფერებით ფსიქოთერაპია პატარებს შემოქმედებითი პოტენციალის ამაღლება,
განვითარებაში ეხმარება.

ყვითელი- მოსიყვარულე თბილი ფერია, მისი დახმარებით უმჯობესდება ბავშვის მეხსიერება და ხასიათი.

წითელი- ენერგეტიკული და დადებითი ფერია. მას იმუნიტეტის ფერსაც უწოდებენ. ის დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და მეტაბოლურ პროცესებზე.

სტაფილოსფერი- სიხარულისა და ბედნიერების ფერია, რომელიც ძალიან უყვართ
პატარებს. ის ეფექტური მკურნალია დეპრესიის, შიშის, საკუთარი თავის რწმენის
გამყარებისათვის, ძალიან კარგია და ხსნის ფორიაქს.

ცისფერი და ლურჯი- ამშვიდებს და კომფორტის შეგრძნებას მატებს. დადებითად
მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე, ეფექტურია უძილობის დროს, იმუნიტეტისათვის,
არეგულირებს სუნთქვას და დაბლა წევს არტერიულ წნევას.

მწვანე- აძლიერებს სიმშვიდის შეგრძნებას. არეგულირებს გულისცემის რიტმს, მწვანე დადებითად მოქმედებს ანთებითი და ალერგიული რეაქციების დროს, ირწმუნებიან
სპეციალისტები.

იასამნისფერი- დადებითი ეფექტის მქონე ანთებითი დაავადებების არსებობის
შემთხვევაში.

ვარდისფერი- სიყვარულისა და მომავლის რწმენის გაძლიერებისთვის ძალიან კარგია,
კარგია აგრეთვე ძილის დარღვევისას.
