x
image
გვანცა1234
თოლორდავა "კაიფში არ გაპარულა" - მსახიობის მეუღლე ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს

მსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახმა მოსკოვიდან ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გარდაცვლილის მეუღლემ განო
მელითაურმა განაცხადა, თოლორდავა „კაიფში არ გაპარულა“.
მისი თქმით, მსახიობი ინფარქტით გარდაიცვალა.
„დასკვნაში
აღნიშნულია, რომ გულის წინა კედლის მარცხენა პარკუჭის მწვავე
ტრანსმულარული მიოკარდიუმის ინფარქტი (ნეკროზის სტადია).
სასამართლო-ქიმიური გამოკვლევის დროს გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებულ
შინაგანი ორგანოების სისხლის და შარდის ნიმუშებში არ აღმოჩნდა
ბარბიტურატები და ამ ჯგუფის სხვა ელემენტები. მეტადონი, მორფინი და ამ
ჯგუფის სხვა პრეპარატები; კოდეინი, დიონინი, ჰეროინი, ჰიდროკოლანი,
პაპავერინი, პრომედოლი, ატროპინი, კოკაინი, პაჰიკარპინი, ნიკოტინი,
ელენიუმი, ტაზეპამი, სედეუქსენი, ამინაზინი, დიპრაზინი, ტიზერდინი,
მაჟენტილა, ტრიფტაზინი, იმიგზინი და მისი ანალოგები", - წერია დასკვნაში.imageშეგახსენებთ, რომ კინოსა და თეატრის მსახიობი კოტე თოლორდავა ამა წლის 11 აპრილს გარდაიცვალა. თოლორდავა გარდაცვლილი სასტუმროს ნომერში ნახეს.

თოლორდავა მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო. მას კინოსა და თეტრში ბევრი როლი აქვს შესრულებული, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებით“ მოიპოვა.image

1
263
12-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
263
  
2015, 24 ივლისი, 0:45
ეს რა ხალხია გოგოს ნორმალურად გლოვასაც არ აცდიან,ახსნევინებენ მიზეზებს,რა უსაქმური და დაბოღმილი ხალხია ჩვენს ქვეყანაში.
0 1 1