x
image
მანჩო 777
"რა ვთქვით, რას დავპირდით და რა არ გავაკეთეთ?"- ბიძინა ივანიშვილი (+ ვიდეო)
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა "გურია ნიუსს", სადაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არჩევნებამდე მიცემული ყველა დაპირება შეასრულა. ივანიშვილის თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ დაპირებები არ სრულდება, არასწორი ანალიზის შედეგია. ყოფილი პრემიერის შეფასებით მედიას და საზოგადოებას არასწორი დასკვნები გამოაქვთ:


image


“მედიაც სცოდავს ცოტას და საზოგადოებაც სწორ ანალიზს არ აკეთებს და არ აკეთებენ სწორ დასკვნებს. მე არ მგონია, რომ ჩვენ დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ. მე მრავალჯერ მითქვამს და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ მე ვიზიარებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას დაპირებებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელისუფლებაში არ გახლავართ. სიამოვნებით ჩავერთვებოდი, თუ გნებავთ, რაღაც კონფერენცია გავაკეთოთ, გნებავთ მედიასთან, გნებავთ სპეციალისტებთან ერთად, ექსპერტებს ეძახიან საკუთარ თავს რომლებიც და დავასაბუთოთ - აი, რა ვთქვით, რას დავპირდით და რა არ გავაკეთეთ? ”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არასწორია, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლების ყველა ქმედების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს და აკრიტიკებს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ნაკლებგანვითარებულობის მანიშნებელია:



“ ერთი პრობლემაა, ოპოზიციას ჰგონია, რომ ყოველთვის უნდა აკრიტიკოს - კარგია, ცუდია... ყოველთვის უნდა თქვას ცუდი, როგორი კარგიც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. მე მგონია, რომ ცოტა აქაც განვითარება გვაკლია. ოპოზიციამ უნდა მოახერხოს და გაბედოს კარგზე კარგის თქმა და ცუდი აკრიტიკოს და უკეთესი გზები აჩვენოს, ”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში.





14
1119
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1119
  
2015, 27 ივლისი, 20:20
მართალი ხართ,. მაგრამ კარგს უკვე ისე ცოტას ვხედავთ, რომ....
2015, 27 ივლისი, 20:15
“ ერთი პრობლემაა, ოპოზიციას ჰგონია, რომ ყოველთვის უნდა აკრიტიკოს - კარგია, ცუდია... ყოველთვის უნდა თქვას ცუდი, როგორი კარგიც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. მე მგონია, რომ ცოტა აქაც განვითარება გვაკლია. ოპოზიციამ უნდა მოახერხოს და გაბედოს კარგზე კარგის თქმა და ცუდი აკრიტიკოს და უკეთესი გზები აჩვენოს, ”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------და პირიქით არა?
2015, 27 ივლისი, 11:18
კარგად ვიხალისე თქვენი კომენტარით, ასე კარგა ხანია არ მიცინია:D ისე , ხუმრობა იქეთ იყოს და მგონი ჩვენი ხელისუფლება სხვა პლანეტაზე ცხოვრობს :)
2015, 27 ივლისი, 9:31
ვაი შენს პატრონს! თქვენი მზა ინსტრუქციის მიხედვით ვიხელმძვანელე "პატივცემულო"! ექსპერტები და ბანკირები დავიქირავე,რო მივხმვდარიყავი, სესხი რომელ ვალუტაში უნდა ამეღო (აბა მე საიდან მივხვდებოდი?!)თქვენს მიერ შეპირებულ უპროცენტო გრძელ ვადიანი სესხების ფარგლებში, თქვენს მიერ აშენებულ რიგით 78-ე ქარხანაში დავსაქმდი,საწვავის ფასი ლარი რო გახდა ამოვისუნთქე,ტარიფის შემცირებაც ციმციმ შემეწია და შესაბამისად მესამე წელიც საგრძნობელია უკვე,საკუთარ ჯიბეზე ვიგრძენი. თანახმად თქვენი "ვანგასებრი" პროგნოზისა. პ.ს. ტიპი მომსახურების ზონიდან არის გასული, რას ეწევი ის მაინც გვითხარი შე კაცო!
2015, 23 ივლისი, 0:09
თავიანთვის კი გლეხმა რა ქნას თუ არა:(
2015, 23 ივლისი, 0:08
მესამე წელს ვერ იგრძნობენო საკუთარ ჯიბეზეო. მგონი ყველამ იგრძნო ეკონომიკის "წინსვლა" საკუთარ ჯიბეზე.
2015, 22 ივლისი, 23:30
არ იცით ეს საქართველოა პირიქით ხდება ყველაფერი:(
2015, 22 ივლისი, 23:24
ჰოდა დაახრჩონ ხალხი გადასახადებით..რომ კითხო, მცირე ბიზნესს ხელს უწყობენ-უწყობენ კი არა, ახრჩობენ :(
2015, 22 ივლისი, 23:21
თუ გახსოვთ ტავიდან იყო მომატებაზე ლაპარაკი
2015, 22 ივლისი, 23:21
ბოლოს კიარა და ტავიდან ავიწყდებათ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10