x
image
მანჩო 777
"მამულიჩამ მე დამაბეზღა... მე დავაბეზღე მამულიჩა,- ეს სასაცილოა" - თემურ თათარაშვილი

მოგეხსენებათ, რომ ორი დღის წინ თბილისის აეროპორტში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ფაქტზე პროდიუსერი კახა მამულაშვილი - "მამულიჩა" დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მამულიჩა" მომღერალმა თემურ თათარაშვილმა "ჩაუშვა", რადგან წლების წინ "მამულიჩა" ზუსტად ასე მოექცა თათარაშვილს, რომელმაც ციხეში რამოდენიმე წელი გაატარა. მოსკოვში მყოფი თემურ თათარაშვილი საშინლად აღაშფოთა ქართულ პრესაში გავრცელებულმა ჭორმა : "ეს ბრალდებაა და ცილისწამება"-აცხადებს მომღერალი.


image


„-ამ მასალაში თარიღებიც კი არ არის ზუსტად მითითებული, თუ როდის ვიყავი მე დაჭერილი. 2008 წელს დამიჭირა ამ სტატიის ავტორმა, ამ დროს მე ვიყავი 2006 წელს დაჭერილი. მერე გიკვირთ ჟურნალისტებს, თუ რატომ არ გვიყვარს თქვენთან ურთიერთობა. ან მე საიდან უნდა მცოდნოდა "მამულიჩას" წასვლა-წამოსვლის ამბები? არანაირი კავშირი არა მაქვს "მამულიჩასთან" 2007 წლიდან, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკურ განზომილებაში ვიყავით და თქვენ კარგად იცით, რომ ამან ძალიან ბევრი მეგობარი დააშორა ერთმანეთს. მოსკოვიდან როგორ უნდა გამეცა ბრძანება, რომ პროკურატურაში ჩაეტარებინათ სპეც-ოპერაცია "მამულიჩაზე", რაში მჭირდებოდა საერთოდ ეს?!

"-მამულიჩამ" მე დამაბეზღა, მე დავაბეზღე "მამულიჩა", - ეს სასაცილოა უბრალოდ და ამას ასე არ დავტოვებ, სტატიის ავტორს აუცილებლად ვუჩივლებ, ამ ყველაფერზე პასუხი უნდა ვაზღვევინო. რატომ არ არის მითითებული, ვინ ჰყავს პირველი ინფორმატორი, ვისგან მიიღო ინფორმაცია, ვინ არის წყარო? ეს ხომ უნდა დაწეროს? გამარკვიეთ რაშია საქმე?! ..."-აცხადებს თათარაშვილი.


0
1836
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1836
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0