,,ღირსი არაა ახლა ეს, რომ დავეწიო და დედა მოვუ$$ნა?!''-რა შეემთხვა სამსახურში მიმავალ გოგა ხაჩიძეს?!
გოგა ხაჩიძემ, რომელიც “facebook'' გვერდზე ორიგინალური პოსტებით გამოირჩევა და რომელმაც 2015 წლის 25 მაისს პალიკო კუბლაშვილთან, ზურაბ ჯაფარიძესთან და გოგი მელაძესთან ერთად ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა, ამჯერად თავისი სტატუსით გვატყობინებს, თუ რა შეემთხვა სახლიდან სამსახურით მიმავალს, როცა ტაქსის გაჩერებას ცდილობდა.“გზის ერთ მხარეს ვიდექი და ტაქსის ვაჩერებდი; გზის მეორე მხარეს
თავისუფალმა ტაქსმა გაიარა, ტაქსისტმა კლიენტი დამინახა, ცოტა გამცდა და
ისეთი ავტო-გმირობები ჩაიდინა, რომ გასაჩერებლად გაშვერილი ხელი ეგრე
დამრჩა.
პირდაპირ გზაზე დაატრიალა, გადაკვეთა ყველა უწყვეტი ხაზი,
ლამის ვიღაცები გაიტანა, მოძრაობა შეაფერხა, ატყდა სიგნალები და ერთი
ამბავი...
ამასობაში, ამ ჩემს გაშვერილ ხელზე, სწორი მიმართულებით
მომავალი, სხვა ტაქსი გამიჩერდა წინ. ერთი წამით დავფიქრდი, კარი გამოვაღე
და ჩავჯექი.
სანამ დავიძვრებოდით, ის - პირველი ტაქსი მოგვადგა გვერდიდან და გაბრაზებული გვიყვირის: აი მოგი&&ანთ კაცობა და ადამიანობა!
მერე ეგრევე გაზს’ მიადგა ფეხი და ადგილიდან მოკაწრა...
ღირსი არაა ახლა ეს, რომ დავეწიო და დედა მოვუ$$ნა?! - მომიტრიალდა მე ეს მეორე ტაქსისტი.
- კი ღირსია, მაგრამ ახლა მაგრად მეჩქარება რა...
- ჰოდა წავიდეთ მაშინ, ერთი მაგის დედაც ... გიჟს რა გამოლევს ამ ქვეყნად! შვებით შემომკრიჭა მძღოლმა და წავედით.
p.s. ბლნ, არადა მარტივად, სახლიდან სამსახურში მინდოდა მისვლა, ყოველგვარი ექშენების, ბოევიკების და არმაგედონების გარეშე'' - წერს ბატონი გოგა.